მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კახა კალაძე ნაურუს გადაწყვეტილებაზე: ეს სწორი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც განპირობებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიური მუშაობით
კახა კალაძე ნაურუს გადაწყვეტილებაზე: ეს სწორი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც განპირობებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიური მუშაობით

კახა კალაძე ნაურუს გადაწყვეტილებაზე: ეს სწორი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც განპირობებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიური მუშაობით

იმედი|imedinews.ge

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ნაურუს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმების შესახებ, სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი და უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება და აფხაზებთან და ოსებთან მშვიდობიანი თანაცხოვრება.

„ვფიქრობ, სწორი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო. ეს არის განპირობებული იმით, რომ ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის და, რა თქმა უნდა, ქვეყნის გარეთ აუცილებელია გაგრძელდეს აღნიშნული მიმართულებით მუშაობა.

სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს ის, რომ ტერიტორიების გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ ოკუპირებულია და ეს ჯერ კიდევ სერიოზული გამოწვევაა. ჩვენი მთავარი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი გახლავთ ის, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა დავიბრუნოთ ტერიტორიები და მოვახერხოთ აფხაზებთან და ოსებთან თანაცხოვრება. საქართველოს მთავრობა ამისთვის ყველაფერს აკეთებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამინისტროს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 118 სტატია.

  • ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ვინაობა ცნობილიატვ პირველი
  • ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს - მამუკა ბარათაშვილი, ხოლო საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებსფორმულა
  • ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს მამუკა ბარათაშვილი, ხოლო საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებსრუსთავი 2
  • ფინანსთა სამინისტროს შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახურებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავსBM.GE
სამინისტროს →კალაძე →

მსგავსი სტატიები

პირველად ფოთში, მუნიციპალიტეტის საჯარო ბაღებში, ჭადრაკის სწავლება იწყება

პირველად ფოთში, მუნიციპალიტეტის საჯარო ბაღებში, ჭადრაკის სწავლება იწყება

იმედი

გიორგი გაბუნია საკადრო ცვლილებებზე: უკანასკნელ წლებში განსაკუთრებით გაძლიერდა და განვითარდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაგრძოს განვითარება

შიო მესამე: გილოცავთ საეკლესიო ახალი წლის და ახალი სასწავლო წლის დაწყებას. სწავლა არის მძიმე შრომა, მოითხოვს დიდ ძალისხმევას და ნებისყოფას, ამიტომ ხშირად უნდა ვევედროთ უფალს, რომ გაგვინათოს გონება და მოგვცეს სიბრძნე

პოლონეთში რუსული დრონის აღმოჩენის შესახებ განაცხადეს

პოლონეთში რუსული დრონის აღმოჩენის შესახებ განაცხადეს

იმედი