მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კახა კალაძე: პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება
კახა კალაძე: პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება

კახა კალაძე: პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება

იმედი|imedinews.ge

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოყვება.

ამის შესახებ მან ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული იმ კადრების შეფასებისას განაცხადა, რომელიც პოლიციელების მხრიდან ძალადობას ასახავს.

„რა ფაქტიც ვნახეთ, ძალიან ცუდია, ვერ უძლებს კრიტიკას. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან ამას მაშინვე მოჰყვა რეაგირება. სამივე ადამიანი, როგორც შსს-ს განცხადებაში ვნახეთ, პასუხისგებაშია მიცემული. პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას, როგორც ამ შემთხვევაში მოხდა, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. როგორც კი გამოვლინდა ფაქტი, გენერალურმა ინსპექციამ შესაბამისი მტკიცებულებები მოიპოვა, მაშინვე მოხდა მყისიერი რეაგირება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე შეფასებით, კონკრეტული ტელევიზიის ქმედება საკითხის მანიპულირებით და საზოგადოებაში ვნებათაღელვის გამოწვევით აიხსნება.

„მეორე სამწუხარო ფაქტია, რომ კონკრეტულმა ტელევიზიამ ეს იცოდა, შესაბმის უწყებას მიწოდებული ჰქონდა ინფორმაცია და მიზანმიმართულად არ გაავრცელეს. მიზეზი მარტივი ასახსნელია - უნდოდათ, საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოეწვიათ. პირველი შემთხვევა არ არის, როცა რიგი ტელევიზიები გარკვეული საკითხით მანიპულირებენ. ამ ტელებიზიებს მორალი არ მოეთხოვებათ. ვიცით მათი დღის წესრიგი - ყოველდღიური ტყუილი, ცილისწამება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პოლიციამ

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 68 სტატია.

  • კონსპირაციული ბინა თბილისის ცენტრში - პოლიციამ კანაფის სათბურები აღმოაჩინა და ორგანიზებული ჯგუფის წევრები დააკავარუსთავი 2
  • ჰიტლერის დაბადების სახლი პოლიციის შენობად გადააკეთესBM.GE
  • ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნესფორმულა
  • დააწინაურეს პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელსაც ცოლი სასტიკ ძალადობაში ამხელსტვ პირველი
პოლიციამ →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი