მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კახა კალაძე: როგორც კი იქნება რაიმე სახის გადაცდომა, კანონის ფარგლებში მკაცრი რეაგირება მოხდება
კახა კალაძე: როგორც კი იქნება რაიმე სახის გადაცდომა, კანონის ფარგლებში მკაცრი რეაგირება მოხდება

კახა კალაძე: როგორც კი იქნება რაიმე სახის გადაცდომა, კანონის ფარგლებში მკაცრი რეაგირება მოხდება

იმედი|imedinews.ge

რანაირად საუბრობენ ეს ადამიანები ეროვნულ ინტერესებზე, როცა ამასთან საერთო არაფერი აქვთ? - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციონერ გიგა ლემონჯავას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც ის საუბრობს, რომ „ის, რომ რეჟიმი არის დასამხობი, არა რომელიმე პოლიტიკოსის ამოცანა, არამედ, საერთო ეროვნული ამოცანაა“.

როგორც კახა კალაძემ მედიასთან აღნიშნული თემის კომენტირებისას განაცხადა, ნებისმიერი სახის გადაცდომაზე შესაბამის სამსახურებს მკაცრი რეაგირება ექნებათ.

”დღეს ოპოზიცია არ არსებობს. ჩვენ მათი „ერთობა“ ბევრჯერ გვინახავს სხვადასხვა პლატფორმაზე, მაგრამ როდესაც ხარ მოღალატე, სხვა ქვეყნის ინტერესებს ატარებ, რა პლატფორმაზეც არ უნდა იყო, წარმატება ვერ გექნება. საქართველოში ქვეყნის ბედს ქართველი ხალხი წყვეტს და არა გარე აქტორები.

რაც შეეხება გიგა ლემონჯავას განცხადებას, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რანაირად საუბრობენ ეს ადამიანები ეროვნულ ინტერესებზე, როცა ამასთან საერთო არაფერი აქვთ? ისინი არიან უცხო ქვეყნის აგენტურის წარმომადგენლები და ამაში ფულს იღებდნენ. წლების განმავლობაში ქვეყანაში აგენტურული ქსელი შექმნეს და ამაში ასეულობით მილიონი ლარი იხარჯებოდა. იფუთებოდა ისე, თითქოს ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა კარგ პროექტს ახორციელებდნენ. ეს ყველაფერი გაშიფრულია, საზოგადოებამ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა. ვიცით ვინ მუშაობს ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეებისთვის და ვინ არის წინააღმდეგობაში. როგორც კი იქნება რაიმე სახის გადაცდომა, შესაბამისი სამსახურებისგან კანონის ფარგლებში მკაცრი და მყისიერი რეაგირება მოხდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი