მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კახა კალაძე შსს-ს ახალ სამმართველოზე: არ აქვს მნიშვნელობა საუბარი იქნება ჩემზე, ოპოზიციის წარმომადგენელზე თუ რიგით მოქალაქეზე, ერთმანეთის შეურაცხყოფა და ცილისწამება უნდა დასრულდეს
კახა კალაძე შსს-ს ახალ სამმართველოზე: არ აქვს მნიშვნელობა საუბარი იქნება ჩემზე, ოპოზიციის წარმომადგენელზე თუ რიგით მოქალაქეზე, ერთმანეთის შეურაცხყოფა და ცილისწამება უნდა დასრულდეს

კახა კალაძე შსს-ს ახალ სამმართველოზე: არ აქვს მნიშვნელობა საუბარი იქნება ჩემზე, ოპოზიციის წარმომადგენელზე თუ რიგით მოქალაქეზე, ერთმანეთის შეურაცხყოფა და ცილისწამება უნდა დასრულდეს

იმედი|imedinews.ge

თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სამმართველოს შექმნას, რომელიც სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის წინააღმდეგ იმუშავებს.

კახა კალაძის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ყველას თანაბრად შეეხება და ქვეყნის მომავლისთვის, მისი ერთიანობისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

„ეს გადაწყვეტილება ყველასთვის თანაბარი იქნება. ჩემს შემთხვევაშიც მომხდარა ცილისწამება კონკრეტული სიუჟეტების მეშვეობით. ეს უნდა დასრულდეს. არ აქვს მნიშვნელობა, საუბარი ჩემზე იქნება, ოპოზიციის წარმომადგენელზე თუ რიგით მოქალაქეზე. ეს ჩვენი ქვეყნისთვის და მისი მომავლისთვის, ერთიანობისთვის არის აუცილებელი. შეიძლება, ვერ ვთანხმდებოდეთ კონკრეტულ საკითხზე, მაგრამ ეს გადმოცემული უნდა იყოს ცივილურად. ყველამ უნდა ვცეთ პატივი ერთმანეთს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბოლო წლებში პოლარიზაციის გაღრმავება, დაპირისპირება გარედან წამოსული დავალებების ნაწილია.

„ბოლო წლებში მიზანმიმართული შეურაცხყოფები მიმდინარეობს. კრიტიკა მისაღებია - დემოკრატიული პროცესების ნაწილია, მაგრამ შეურაცხყოფა, ღია სივრცეში გინება მიუღებელია, თუმცა ესეც გარედან წამოსული დავალების ნაწილია. აკერმანის წიგნზე ძალიან ბევრი გვისაუბრია. ამ წიგნის მეშვეობით აკეთებდნენ ყველაფერს რევოლუციის მოსაწყობად, პოლარიზაციის გასაღრმავებლად, საზოგადოების გასახლეჩად. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია აღნიშნული გადაწყვეტილება, რაც გუშინ გაჟღერდა, რათა ეს ყველაფერი დარეგულირდეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

იმედი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი