მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კახა კალაძე უფასო სასადილოებზე: თუ ბიზნესსექტორი ამბობს, რომ კონკრეტულ ფასში კონკრეტული მენიუს მიწოდება შეუძლია, ჩვენ უფლება არ გვაქვს, ტენდერი უფრო მაღალი ფასით გამოვაცხადოთ
კახა კალაძე უფასო სასადილოებზე: თუ ბიზნესსექტორი ამბობს, რომ კონკრეტულ ფასში კონკრეტული მენიუს მიწოდება შეუძლია, ჩვენ უფლება არ გვაქვს, ტენდერი უფრო მაღალი ფასით გამოვაცხადოთ

კახა კალაძე უფასო სასადილოებზე: თუ ბიზნესსექტორი ამბობს, რომ კონკრეტულ ფასში კონკრეტული მენიუს მიწოდება შეუძლია, ჩვენ უფლება არ გვაქვს, ტენდერი უფრო მაღალი ფასით გამოვაცხადოთ

იმედი|imedinews.ge

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, უფასო სასადილოების ერთი ბენეფიციარისთვის დღიურად გათვალისწინებული თანხის ოდენობას განსაზღვრავს ბაზრის კვლევა და მერია ვალდებულია, ტენდერი სწორედ ამ თანხაზე გამოაცხადოს.

როგორც მერმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა, უფასო სასადილოების მენიუს ადგენენ დარგის სპეციალისტები და არა მერია.

„რაც შეხება ფასებს, ამ თემით სპეკულირებთ მუდმივად. მუნიციპალიტეტი, დედაქალაქის მერია არ ადგენს ფასებს, ამას განსაზღვრავს ბაზარი. ჩვენ ტენდერს ვაცხადებთ კონკრეტული მენიუთი, რომელიც შედგენილია დარგის სპეციალისტების მიერ. არ იფიქროთ, რომ ამ მენიუს მერიის რომელიმე წარმომადგენელი ადგენს. სპეციალისტების ჩართულობით ხდება კონკრეტული მენიუს შედგენა. შემდეგ ცხადდება ბაზრის კვლევა და ბაზრის კვლევით განისაზღვრება ფასი. ჩვენ რომ ადგეთ და უფრო მეტი ფასით გამოვაცხადოთ ტენდერი აღნიშნულ კვებასთან დაკავშირებით, მაშინ ის რეაქცია გექნებოდათ, რომ კონკრეტული ფასია განსაზღვრული და მერია უფრო მეტით აცხადებს ტენდერს. თუ ბიზნესსექტორი ამბობს, რომ ამ კონკრეტულ ფასში კონკრეტული მენიუს მიწოდება შეუძლია, ჩვენ რა უფლება გვაქვს, კანონის წინააღმდეგ წავიდეთ და გამოვაცხადოთ ტენდერი იმაზე მაღალი ფასებით, ვიდრე წარმოდგენილია ბაზრის კვლევაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კალაძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 41 სტატია.

  • მეტროსთვის პირველი ახალი 4-ვაგონიანი შემადგენლობა უკვე მზადაა - კახა კალაძე CRRC-ის ქარხანაშიაBM.GE
  • ჩინეთთან გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა, ბოლო წლების განმავლობაში ეს ურთიერთობები ღრმავდება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ - კახა კალაძერუსთავი 2
  • კახა კალაძე ჩინეთშიატვ პირველი
  • კალაძე დეზერტირების ბაზრის რეაბილიტაციაზე: მივმართავ ადმინისტრაციას მოვაჭრეებს დაეხმაროსფორმულა
კალაძე →

მსგავსი სტატიები

შიო მესამე: იქ, სადაც არის ქრისტეს რწმენა, ადამიანს ეხსნება გონება და ის აცნობიერებს, რომ მოვალეა ღვთის წინაშეც და მოყვასთა წინაშეც რომ იცხოვროს პატიებით, სიყვარულით, ლმობიერებით, გულმოწყალებით, რადგან ეს თვისებებია, რომელიც გზას გვიკვალავს სიკეთისკენ, სიხარულისკენ, ბედნირებისკენ და სულის ხსნისკენ

ვარშავაში თბილისობას აღნიშნავენ

ვარშავაში თბილისობას აღნიშნავენ

იმედი

გურამ მაჭარაშვილი: ამ შუალედურმა არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ, სამწუხაროდ, საქართველოში ე.წ. ნაცსექტა და ნაცფილიალები იმართებიან უცხოეთიდან

გურამ მაჭარაშვილი: ამ შუალედურმა არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ, სამწუხაროდ, საქართველოში ე.წ. ნაცსექტა და ნაცფილიალები იმართებიან უცხოეთიდან

იმედი

თორნიკე ფაღავა: IRI-ის კვლევები გამანადგურებელ მომავალს უწინასწარმეტყველებს რადიკალურ ოპოზიციას

თორნიკე ფაღავა: IRI-ის კვლევები გამანადგურებელ მომავალს უწინასწარმეტყველებს რადიკალურ ოპოზიციას

იმედი