მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კახეთში საირიგაციო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტი განხორციელდება
კახეთში საირიგაციო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტი განხორციელდება

კახეთში საირიგაციო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტი განხორციელდება

იმედი|imedinews.ge

კახეთის რეგიონში ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მარცხენა მაგისტრალური არხისა და შიდა-სამეურნეო ქსელების რეაბილიტაცია და მოდერნიზაცია განხორციელდება. პროექტის დასრულების შემდეგ წყალუზრუნველყოფილი იქნება 7,320 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის პრეზენტაციაზე, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტში გაიმართა, დაგეგმილი სამუშაოებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებსა და მოსახლეობას გააცნეს. შეხვედრას შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი ესწრებოდა, რომელმაც სექტორში მიმდინარე რეფორმებისა და მსგავსი პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი განხორციელება ხელს უწყობს გასარწყავიანებული ფართობების ზრდასა და წყლის მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებას.

მოდერნიზებული გამანაწილებელი ქსელები უზრუნველყოფს წყლის რესურსის უფრო ეფექტიან გამოყენებასა და მის ხელმისაწვდომობას. ამ ეტაპზე სარწყავი წყლით 4,430 ჰექტარი მიწის ფართობის მორწყვაა შესაძლებელი, ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ ეს მაჩვენებელი 7,320 ჰექტრამდე გაიზრდება. მილსადენიანი გამანაწილებელი ქსელის მოწყობა ხელს შეუწყობს გამრიცხველიანებასა და მოცულობითი ტარიფების სისტემის დანერგვას.

პროექტი ხორციელდება კლიმატ-გონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროგრამის (CSISDP) ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის საგრანტო პროგრამის თანადაფინანსებით.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ინფრასტრუქტურის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 82 სტატია.

  • აზერბაიჯანმა უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის თითქმის 40 ტონა აღჭურვილობა გადასცაფორმულა
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლატვ პირველი
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლაBM.GE
  • კახეთში, სარწყავი ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შედეგად, წყალუზრუნველყოფა 170 ჰექტარზე გაუმჯობესდებარუსთავი 2
ინფრასტრუქტურის →

მსგავსი სტატიები

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი

დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება

ბრიუსელი სეუტაში შექმნილ ვითარებას ყურადღებით აკვირდება და ესპანეთს Frontex-ის დახმარებას სთავაზობს

ბრიუსელი სეუტაში შექმნილ ვითარებას ყურადღებით აკვირდება და ესპანეთს Frontex-ის დახმარებას სთავაზობს

იმედი

ლადო სადღობელაშვილი: ჯანგირაშვილი მანიპულირებს და ცდილობს თავს მოგვახვიოს დესტრუქციული ნარატივი, თითქოს, ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აღარ უნდათ. ფაქტია, რომ ჯანგირაშვილი ცრუობს, რასაც ფაქტები ადასტურებს