
„კაცობრიობა და ბირთვული იარაღი ერთად ვერ იარსებებს“ - იაპონიის ქალაქ ნაგასაკიში 1945 წლის ტრაგიკული მოვლენების 81 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
იმედი|imedinews.ge
„კაცობრიობა და ბირთვული იარაღი ერთად ვერ იარსებებს“ - ეს განცხადება იაპონიის ქალაქ ნაგასაკის მერმა 1945 წლის ტრაგიკული მოვლენების 81 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა და მსოფლიოს ბირთვულ იარაღზე უარის თქმისკენ მოუწოდა.
მხოლოდ ნაგასაკიში 1945 წლის 9 აგვისტოს ატომური ბომბის აფეთქების შედეგად 70 000 ადამიანი დაიღუპა, 75 000 კი დაშავდა. სამი დღით ადრე შეერთებულმა შტატებმა ატომური ბომბით ქალაქი ჰიროსიმა გაანადგურა. რასაც 100 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge