მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ხელაძე: დანია საკმაოდ კრიტიკულად არის განწყობილი საქართველოსთან მიმართებით, ცდილობენ ჭკუა დაგვარიგონ, საკუთარ ქვეყანაში კი დემონსტრანტების ასეთი ფორმით უსწორდებიან - ეს მიანიშნებს, რომ ევროპული ბიუროკრატია არის დეკორაციად გადაქცეული
ხელაძე: დანია საკმაოდ კრიტიკულად არის განწყობილი საქართველოსთან მიმართებით, ცდილობენ ჭკუა დაგვარიგონ, საკუთარ ქვეყანაში კი დემონსტრანტების ასეთი ფორმით უსწორდებიან - ეს მიანიშნებს, რომ ევროპული ბიუროკრატია არის დეკორაციად გადაქცეული

იმედი|imedinews.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ხელაძემ, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში პოლიციის მიერ აქციის ძალის გამოყენებით დაშლის ფაქტი შეაფასა და აღნიშნა, რომ დანია საქართველოს არიგებს ჭკუას და ადამიანის უფლებების დაცვისკენ მიუთითებს, თავად კი საკუთარ მოქალაქეებს ამგვარი ფორმით უსწორდება.

როგორც მან განაცხადა, დანიის ხელისუფლებამ პოლიციის მიერ ძალის გამოყენებით დემონსტრანტების დაშლასთან დაკავშირებით განმარტება უნდა გააკეთოს.

"ბოლო პერიოდში, დანია საკმაოდ კრიტიკულად არის განწყობილი საქართველოსთან მიმართებით, ცდილობენ, რომ ჭკუა დაგვარიგონ და მიგვითითონ დემოკრატიულობაზე, ადამიანის უფლებების დაცვაზე და საკუთარ ქვეყანაში დემონსტრანტების ასეთი ფორმით უსწორდებიან. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ დღეს, ევროპული ბიუროკრატია არის დეკორაციად გადაქცეული. შესაბამისად, უნდა მოვუწოდოთ დანიის ხელისუფლებას, რომ კეთილი ინებოს, და ამ ფაქტთან დაკავშირებით გააკეთოს განმარტება," - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.

დანიის პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ხელკეტები და გაწვრთნილი ძაღლები გამოიყენა, შედეგად, არაერთი აქტივისტი დაშავდა, 20-ზე მეტი კი დაკავებულია.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი