მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის რესტავრაცია-ადაპტაციის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა
ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის რესტავრაცია-ადაპტაციის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის რესტავრაცია-ადაპტაციის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

იმედი|imedinews.ge

კულტურის სამინისტროს ინიციატივით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონკურსი გამოაცხადა, რომლის ფარგლებში მომზადდება საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობისა და მისი მეორე კორპუსის კონსერვაცია-რესტავრაციისა და თანამედროვე მუზეუმის ფუნქციებთან ადაპტაციის საპროექტო დოკუმენტაცია. ინფორმაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.

პროექტით გათვალისწინებული უნდა იყოს ეროვნული კატეგორიის მქონე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - ხელოვნების მუზეუმის შენობის კონსერვაცია, რესტავრაცია და სტრუქტურული გამაგრება მისი ავთენტური არქიტექტურული სახისა და ისტორიული ქსოვილის დაცვით, ასევე, თანამედროვე მუზეუმის სტანდარტებთან შესაბამისი ფუნქციური ადაპტაცია. საპროექტო დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს ისტორიული, ურბანული, არქიტექტურული, კონსტრუქციული, საინჟინრო და მუზეოგრაფიული გადაწყვეტების სრულ კომპლექსს.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ავთენტურობის შენარჩუნებას, მინიმალურ და შექცევად ჩარევებს, საერთაშორისო საკონსერვაციო პრაქტიკის გამოყენებას და თანამედროვე მუზეუმის სტანდარტების დაცვას.

პროექტის მიხედვით უნდა დაიგეგმოს ხელოვნების მუზეუმის შენობის სრულფასოვანი განახლება და მისი გრძელვადიანი დაცვის პროცესი, კოლექციების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შენახვა და წარმოჩენა, რაც მუზეუმს მისცემს შესაძლებლობას სრულფასოვნად წარმართოს არა მხოლოდ საგამოფენო, არამედ სამეცნიერო, კვლევითი და საგანმანათლებლო საქმიანობა.

რესტავრაციის პროექტის განხილვის პროცესში აქტიურად ჩაერთვება კულტურის სამინისტრო. ხელოვნების მუზეუმის ინფრასტრუქტურის განახლების შედეგად მომავალი თაობებისთვის შენარჩუნებული უნდა იყოს საქართველოს და მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული საგანძური, ვიზიტორებისთვის შეიქმნას თანამედროვე და კომფორტული გარემო, თანამშრომლებისთვის კი უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხო სამუშაო პირობები.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი