მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ხევი-ვერტყვიჭალა-შორაპანის გზის 4.3 კმ-იანი მონაკვეთის პერიოდული შეკეთება მიმდინარეობს
ხევი-ვერტყვიჭალა-შორაპანის გზის 4.3 კმ-იანი მონაკვეთის პერიოდული შეკეთება მიმდინარეობს

ხევი-ვერტყვიჭალა-შორაპანის გზის 4.3 კმ-იანი მონაკვეთის პერიოდული შეკეთება მიმდინარეობს

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხევი-ვერტყვიჭალა-შორაპანის საავტომობილო გზის 4.3 კმ-იან (კმ1-კმ4.3) მონაკვეთზე პერიოდული შეკეთების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტის შესაბამისად, გზის სავალ ნაწილზე იგება ასფალტ-ბეტონის საფარი, ეწყობა მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, თვალამრიდები, კიუვეტები და საგზაო ნიშნები.

განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა. ამ ეტაპზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა ხორციელდება.

აღნიშნული მონაკვეთი არის ჩიხი ძველ, თბილისი-სენაკი ლესელიძის გზაზე და ახალი გზა კვეთს ამ მონაკვეთს. გზის განახლება მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის კეთდება, რათა გადაადგილება კომფორტულად და უსაფრთხოდ შეძლონ.

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3.5 მლნ. ლარამდეა. სამუშაოების დასრულება დაგეგმილია აგვისტოს ბოლოსთვის.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დაბა კაზრეთში წყალუზრუნველყოფა 100 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება

დაბა კაზრეთში წყალუზრუნველყოფა 100 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება

იმედი

Reuters: საფრანგეთის ტურისტულ ნახევარკუნძულზე ტყის ხანძრების გამო ადამიანების ევაკუაცია გამოცხადდა

Reuters: საფრანგეთის ტურისტულ ნახევარკუნძულზე ტყის ხანძრების გამო ადამიანების ევაკუაცია გამოცხადდა

იმედი

ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის მეგობარი: ნიკოს თავი არ აურიდებია, გამოცხადდა პოლიციაში და მზად არის, თუ საჭირო იქნება, თავისი ქვეყნისთვის ციხეშიც ჩაჯდეს - ყველამ კარგად ვიცით, თუ რა უძღოდა წინ ამ ფაქტს, ე.წ. იუმორისტი, ამ კონკრეტულ სიტუაციაში, არა მარტო კონკრეტულ ადამიანს და ჩვენი ქვეყნის ისტორიას შეეხო, არამედ, უფრო დიდი დანაშაული ჩაიდინა

AXIOS: აშშ-ის სენატი მომავალ კვირას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტზე კენჭისყრისთვის ემზადება

AXIOS: აშშ-ის სენატი მომავალ კვირას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტზე კენჭისყრისთვის ემზადება

იმედი