მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა: დაახლოებით ერთ კვირაში საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქი ეყოლება და ძალიან მნიშვნელოვანია აღსრულდეს ნება ღვთისა
ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა: დაახლოებით ერთ კვირაში საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქი ეყოლება და ძალიან მნიშვნელოვანია აღსრულდეს ნება ღვთისა

ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა: დაახლოებით ერთ კვირაში საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქი ეყოლება და ძალიან მნიშვნელოვანია აღსრულდეს ნება ღვთისა

იმედი|imedinews.ge

დაახლოებით ერთ კვირაში საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქი ეყოლება და ძალიან მნიშვნელოვანია აღსრულდეს ნება ღვთისა, - განაცხადა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ გიორგობის დღესასწაულზე ხონის წმ. გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.

მისივე თქმით, „ადამიანები ვართ და ხანდახან გვაქვს სუბიექტური დამოკიდებულებები ერთმანეთის მიმართ, მოვლენების მიმართ, თუმცა ხანდახან ამ სუბიექტურს უნდა მოვერიოთ“.

„კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, გიორგობა. შემთხვევით არ აღვნიშნე წმინდა გიორგი, პატრიარქი. ძალიან მალე, დაახლოებით ერთ კვირაში, მაქსიმუმ ათ დღეში საქართველოს ეყოლება ახალი, ღვთის მადლით, კათოლიკოს-პატრიარქი. ძალიან მნიშვნელოვანია უპირველეს ყოვლისა, უპირობოდ, ვინ როგორც არ უნდა ჩათვალოს ჩემი ნათქვამი, აღსრულდეს ნება ღვთისა და თითოეული ჩვენგანი ამისთვის უნდა იღვწოდეს. ამისთვის უნდა ლოცულობდეს. ჩვენ ადამიანები ვართ და ხანდახან გვაქვს სუბიექტური დამოკიდებულებები ერთმანეთის მიმართ, მოვლენების მიმართ, თუმცა ხანდახან ამ სუბიექტურს უნდა მოვერიოთ, მასზე მაღლა უნდა დავდგეთ როდესაც საქმე ეხება ღვთის ნებას. იმედი მაქვს, რომ ღვთის ნება აღსრულდება“, - განაცხადა მან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი

დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება