მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამეთაურო-საშტაბო სწავლება გაიმართა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამეთაურო-საშტაბო სწავლება გაიმართა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამეთაურო-საშტაბო სწავლება გაიმართა

იმედი|imedinews.ge

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში, მუნიციპალიტეტის საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმის შემუშავების ფარგლებში, სამეთაურო-საშტაბო სწავლება გაიმართა.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამდღიანი სწავლების ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის, მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის პროცედურების, სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობისა და საგანგებო სიტუაციების მართვაში ეროვნული გვარდიის როლის საკითხები.

ტრენინგის მონაწილეებს ასევე გაუზიარეს აშშ-ის გამოცდილება სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობისა და საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმების მიმართულებით. შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო სამეთაურო-საშტაბო სწავლების კონცეფცია და მისი პრაქტიკული მნიშვნელობა.

სწავლების ფარგლებში, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში ამოქმედდა მუნიციპალური საგანგებო მართვის შტაბი, ხოლო მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიშალა საველე ოპერაციების მართვის შტაბი და მოეწყო საგამოფენო სივრცე, რომელიც სასწავლო ღონისძიების მონაწილეებმა დაათვალიერეს სადაც გაეცნენ საგანგებო სიტუაციების მართვის პროცესს.

დასკვნით ღონისძიებაზე გაიმართა სამეთაურო-საშტაბო სწავლების შეჯამება. მონაწილეებმა განიხილეს დამკვირვებელთა შეფასებები და განიხილეს სამომავლო რეკომენდაციები.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, „ხულოს მუნიციპალიტეტის საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმის შემუშავების პროცესში გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერის, პროფესიული თანამშრომლობისა და შეტანილი წვლილისთვის“ მადლობის სიგელი გადასცა.

შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ ასევე სიგელები გადაეცათ სამეთაურო-საშტაბო სწავლების პროცესში ჩართულ ორგანიზაციებს.

ხულოს მუნიციპალიტეტის საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მხარდაჭერით, აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის, აშშ-ის ჯორჯიის შტატის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით შემუშავდა.

სასწავლო ვიზიტში მონაწილეობდნენ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ადგილობრივი და რეგიონული წარმომადგენლებიც.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის საჰაერო სივრცე ხუთმა რუსულმა დრონმა დაარღვია

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის საჰაერო სივრცე ხუთმა რუსულმა დრონმა დაარღვია

იმედი

მოდულური სასკოლო დროებითი ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება

მოდულური სასკოლო დროებითი ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება

იმედი

დონალდ ტრამპმა ონტარიოს ტბას ამერიკის ტბა დაარქვა

დონალდ ტრამპმა ონტარიოს ტბას ამერიკის ტბა დაარქვა

იმედი

ComCom-მა AI-ის ეფექტიანი გამოყენების შესახებ დამატებით 60 მოსწავლე დაატრენინგა

ComCom-მა AI-ის ეფექტიანი გამოყენების შესახებ დამატებით 60 მოსწავლე დაატრენინგა

იმედი