მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის „ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების“ ქვეპროგრამის ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსი დასრულდა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის „ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების“ ქვეპროგრამის ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსი დასრულდა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის „ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების“ ქვეპროგრამის ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსი დასრულდა

იმედი|imedinews.ge

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის „ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების“ ქვეპროგრამის ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსი დასრულდა.

გამარჯვებულ ბენეფიციარებს ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე შეხვდა, გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მისივე თქმით, პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება და ხელს შეუწყობს ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებას, მეწარმეობის განვითარებასა და მათი საქმიანობის მხარდაჭერას.

შეხვედრის ფარგლებში გამარჯვებულ ბენეფიციარებთან ხელშეკრულებებიც გაფორმდა.

2026 წელს პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება 10 გამარჯვებული ბენეფიციარი, რომლებიც საკუთარი ბიზნესიდეების განხორციელებასა და განვითარებას შეძლებენ.

პროგრამის მიზანია ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება, მცირე ბიზნესის განვითარებისა და მეწარმეობის ხელშეწყობა.

შეხვედრას ასევე ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა წელს სტუდენტების მეშვიდე ნაკადი მიიღო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა წელს სტუდენტების მეშვიდე ნაკადი მიიღო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

მეორად ჩარიცხვებზე განაცხადების გაკეთება დაიწყო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მეორად ჩარიცხვებზე განაცხადების გაკეთება დაიწყო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

საქართველო, მთავარი სატრანსპორტო კვანძი რეგიონში - რეკორდული მაჩვენებლები საზღვაო, სარკინიგზო და საავიაციო გადაზიდვებში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველო, მთავარი სატრანსპორტო კვანძი რეგიონში - რეკორდული მაჩვენებლები საზღვაო, სარკინიგზო და საავიაციო გადაზიდვებში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

საპენსიო დავალიანების გადახდის შემთხვევაში დამსაქმებლებს ჯარიმები ჩამოეწერებათ - კანონპროექტის განხილვა პარლამენტში იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საპენსიო დავალიანების გადახდის შემთხვევაში დამსაქმებლებს ჯარიმები ჩამოეწერებათ - კანონპროექტის განხილვა პარლამენტში იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი