მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სარეზერვო სამსახურის საკითხები განიხილა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სარეზერვო სამსახურის საკითხები განიხილა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სარეზერვო სამსახურის საკითხები განიხილა

იმედი|imedinews.ge

ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ცენტრის უფროსს, ვიცე-პოლკოვნიკ ზაზა არველაძეს და ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის მეთაურს, პოლკოვნიკ დავით ბოლქვაძეს შეხვდა.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარეზერვო სამსახურის საკითხები, რომელიც 18-დან 51 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეების ტერიტორიულ სარეზერვო სამსახურში ჩართულობას ითვალისწინებს. აღინიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარეზერვო სამსახურში ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებიც არიან ჩართული.

შეხვედრის ფარგლებში, ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა დავით ბოლქვაძემ, ხულოს მუნიციპალიტეტის მერს, ვახტანგ ბერიძეს, მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მადლობის სიგელი გადასცა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ხულოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ჯამბულატ მელაძე, მოადგილეები - ნური გორგაძე და ნადიმ ვასაძე, სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს ხულოს მუნიციპალური განყოფილების უფროსი, მაიორი ვაჟა კოჩალიძე და ამავე განყოფილების სერჟანტი თემურ აბულაძე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პატრიარქი შიო მესამე ხვალ სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს გადაიხდის

პატრიარქი შიო მესამე ხვალ სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს გადაიხდის

იმედი

შაკო ჩაჩანიძე: „ნაცებმა“, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა - აქაოდა, სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

ტრამპი: ბატონმა ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს, მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის განადგურება - დაე, შეუტიოს სხვა სამიზნეებს, მაგრამ არა დიზელს, რადგან ის დიზელის დეფიციტს იწვევს

ტრამპი: ბატონმა ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს, მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის განადგურება - დაე, შეუტიოს სხვა სამიზნეებს, მაგრამ არა დიზელს, რადგან ის დიზელის დეფიციტს იწვევს

იმედი

მედია: რუსეთის იერიშის დროს მატარებელში „კიევი-ვარშავა“ ბორის ჯონსონი და ევროპელი დიპლომატები იმყოფებოდნენ

მედია: რუსეთის იერიშის დროს მატარებელში „კიევი-ვარშავა“ ბორის ჯონსონი და ევროპელი დიპლომატები იმყოფებოდნენ

იმედი