მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ხულოს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს
ხულოს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს

ხულოს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს

იმედი|imedinews.ge

ხულოს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს.

სოფელ აგარაში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის შიდა და გარე სივრცეების კეთილმოწყობა.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა საძინებლები, სათამაშო ოთახები, სამზარეულო, სველი წერტილები და სხვა აუცილებელი სივრცეები. ასევე კეთილმოეწყობა ეზო, სადაც ბავშვებისთვის უსაფრთხო და კომფორტული სათამაშო სივრცე მოეწყობა.

საბავშვო ბაღი 30 აღსაზრდელზეა გათვლილი, მისი ღირებულება 1 მილიონ ლარამდეა და სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის. პროექტის დასრულების შემდეგ აღსაზრდელები სკოლამდელ განათლებას თანამედროვე, უსაფრთხო და კეთილმოწყობილ გარემოში მიიღებენ, რაც მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

პარალელურად აქტიურად მიმდინარეობს სოფელ დიდაჭარის ადმინისტრაციული ცენტრის მოწყობაც. პროექტის ფარგლებში მოეწყობა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი, კეთილმოეწყობა წყარო, აშენდება საყრდენი ფერდსამაგრი კედელი, დაიგება ქვაფენილი და მოეწყობა თანამედროვე გარე განათების სისტემა.

მიმდინარე წელს ხულოს მუნიციპალიტეტში ასევე განხორციელდება რიყეთისა და აგარის ადმინისტრაციული ცენტრების მოწყობა, რაც სოფლების ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მოსახლეობისთვის უფრო კომფორტული, უსაფრთხო და კეთილმოწყობილი გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.

მიმდინარე სამუშაოებს ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრ მინურ პაქსაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კობა კობალაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: სჯობს, ისევ პროკურატურამ, სახელმწიფო უწყებებმა დაასვან კითხვები, ვისაც კითხვის დასმის საშუალებაც აქვთ და პასუხის გაანალიზებისაც

კობა კობალაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: სჯობს, ისევ პროკურატურამ, სახელმწიფო უწყებებმა დაასვან კითხვები, ვისაც კითხვის დასმის საშუალებაც აქვთ და პასუხის გაანალიზებისაც

იმედი

ეკა კუპატაძე ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებაზე: იმის გამო, რომ ნიკა და გიგა აქო და ადიდა ეგონა არაფერს აღარ ვიტყოდი. მან გააჟღერა ბევრი არასწორი ინფორმაცია. ტყუილია ეგ ყველაფერი. სულ არ მცალია ახლა მე ნანუკა ჟორჟოლიანისთვის. სამყარო ჩამოქცეული მაქვს. გიჟური გამოხტომები და პოლიტიკურ რელსებზე გადაყვანა არის სრული აბსურდი

კახა კალაძე ოპოზიციაზე: ეს აგენტურა საკუთარ თავს არ ეკუთვნის, გარე ძალების დავალებებს ასრულებს და იმის უფლებაც არ აქვს, კითხვა დასვას

კახა კალაძე ოპოზიციაზე: ეს აგენტურა საკუთარ თავს არ ეკუთვნის, გარე ძალების დავალებებს ასრულებს და იმის უფლებაც არ აქვს, კითხვა დასვას

იმედი

კახა კალაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: ძალიან მძიმე განცხადება იყო ქართული სახელმწიფოსა და ჯარის წინააღმდეგ

კახა კალაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: ძალიან მძიმე განცხადება იყო ქართული სახელმწიფოსა და ჯარის წინააღმდეგ

იმედი