
კიევში რუსეთის იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
იმედი|imedinews.ge
რუსეთის თავდასხმის შემდეგ კიევში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის განახლებული მონაცემებით, დაშავდა 34 ადამიანი. თავდასხმის შედეგების ლიკვიდაცია გრძელდება.
ღამით რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს. შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები სვიატოშინსკის, სოლომენსკისა და დარნიცკის რაიონებში. თავდაპირველად ვრცელდებოდა ცნობები 6 დაღუპულის შესახებ.
21 აგვისტო კიევში გლოვის დღედ გამოცხადდა.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge