მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კიმ ჩენ ინის და უარყოფს ზელენსკის განცხადებას იმის შესახებ, რომ ფხენიანი რუსეთის მხარდასაჭერად 50 000-მდე სამხედროს გაგზავნას გეგმავს
კიმ ჩენ ინის და უარყოფს ზელენსკის განცხადებას იმის შესახებ, რომ ფხენიანი რუსეთის მხარდასაჭერად 50 000-მდე სამხედროს გაგზავნას გეგმავს

კიმ ჩენ ინის და უარყოფს ზელენსკის განცხადებას იმის შესახებ, რომ ფხენიანი რუსეთის მხარდასაჭერად 50 000-მდე სამხედროს გაგზავნას გეგმავს

იმედი|imedinews.ge

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის და და მმართველი პარტიის მაღალჩინოსანი, კიმ იო ჩჟონი უარყოფს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას იმის შესახებ, რომ ფხენიანი რუსეთის მხარდასაჭერად 50 000-მდე სამხედროს გაგზავნას გეგმავს.

კიმ იო ჩჟონმა ზელენსკის შეფასებას „უსაფუძვლო“ უწოდა. ზელენსკიმ აღნიშნული ბრალდება ამ თვეში სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში წამოაყენა და სამხრეთ კორეას უკრაინის საჰაერო თავდაცვის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. თავის მხრივ, კიმ იო ჩჟონმა აღნიშნა, რომ უკრაინის კრიზისის დაწყებასა და მის გაჭიანურებაზე პასუხისმგებლობა სრულად შეერთებულ შტატებსა და დასავლეთს ეკისრება.

კიმ იო ჩჟონმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის „მტრული პოლიტიკა“ ჩრდილოეთ კორეის მიმართ არ შეცვლილა, მიუხედავად პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განკარგულებისა სამხრეთ კორეასთან ერთობლივ სამხედრო სწავლებაში ამერიკის მონაწილეობის შემცირების შესახებ.

მან აღნიშნა, რომ თუმცა აშშ-ისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებს შორის ურთიერთობა „მართლაც შესანიშნავი“ იყო, ვაშინგტონი მაინც აგრძელებს სეულთან ერთად წვრთნების ჩატარებას და საფრთხეს უქმნის ფხენიანის ეროვნულ უსაფრთხოებას.

მან დასძინა, რომ არ ფლობს ინფორმაციას ორი ქვეყნის ლიდერებს შორის ბოლო დროს განხორციელებული რაიმე სახის კომუნიკაციის შესახებ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის გარშემო „ამ ეტაპზე კარგი სიტუაციაა“

ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის გარშემო „ამ ეტაპზე კარგი სიტუაციაა“

იმედი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, წინასწარი შეცნობით, თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველ პირთა მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტზე ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ალექსეი გონჩარენკოს განცხადებით, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმეზე მიმდინარე მასშტაბური სპეცოპერაციის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, ირინა მუდრა დააკავეს

აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი: შვიდ პარამეტრზე ჩატარდა როგორც მიკრობიოლოგიური, ასევე ფიზიკურ-ქიმიური კვლევები - შავი ზღვის წყლის ხარისხის ყველა პარამეტრი ნორმას შეესაბამება