
კირ სტარმერმა ბრიტანეთში 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვა დააანონსა
იმედი|imedinews.ge
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვა დააანონსა.
მისი თქმით, ეს პლატფორმები ბავშვებს „საშიში კონტენტის ზემოქმედების ქვეშ აყენებს“ და „ისეა შექმნილი, რომ დამოკიდებულებას იწვევს“. მთავრობაში განმარტეს, რომ აკრძალვა შეეხება ისეთ პლატფორმებს, როგორიცაა Snapchat, TikTok, YouTube, Instagram, Facebook და X, მაგრამ არ შეეხება შეტყობინებების გაცვლის სერვისებს, მაგალითად, WhatsApp-ს.
„იმედი გვაქვს, რეგულაციებს შობამდე მივიღებთ“, - აღნიშნა მან მედიასთან საუბრისას და დასძინა, რომ აკრძალვა ძალაში 2027 წლის გაზაფხულზე შევა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge