
კირცხალია VT Sakartvelo News-ზე: როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რას ებრძვიან, ებრძვიან პირველ რიგში ავტორიტეტებს
ჰერჩინსკი, პოლონეთი ტყუილად არ ვახსენე. ავიღოთ მაგალითად, პოლონური საზოგადოებრივი მაუწყებლის ქვეშ მოქმედი ინტერნეტ ტელევიზია, სადაც ვინ არის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი? „მოდელირებული ქრონიკის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი, წამყვანი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.
„ეს იქნება დაფინანსების წყარო, ერთი რაღაც შუა რგოლისთვის პოლონეთის მხრიდან და ამავდროულად იმ სიბინძურისა და ზიზღის ფრქვევისთვის, რასაც არ ყოფნის აქაური ორი, პარტაქივის ტელევიზია. პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა, ჩატარდა სინოდის სხდომა, იცით მთელი ქვეყნის დამოკიდებულება. ამ ახალ პლატფორმაზე ვიღაც ექსპერტი ჰყავდათ, უსამშობლო, უსახელო და უგვარო, რომელიც პირდაპირ თავს ესხმოდა იმ სინოდის სხდომას, რომელიც ახლა ჩატარდა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რას ებძვიან, ებრძვიან პირველ რიგში ავტორიტეტებს“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
იმედი
წყარო: imedinews.ge
