მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. KIU-ს ინოვაციურ ჰაბში univerCity, პირველი საჯარო შეხვედრა ქუთაისის მერთან დავით ერემეიშვილთან გაიმართა
KIU-ს ინოვაციურ ჰაბში univerCity, პირველი საჯარო შეხვედრა ქუთაისის მერთან დავით ერემეიშვილთან გაიმართა

KIU-ს ინოვაციურ ჰაბში univerCity, პირველი საჯარო შეხვედრა ქუთაისის მერთან დავით ერემეიშვილთან გაიმართა

იმედი|imedinews.ge

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) საგანმანათლებლო-ინოვაციურმა ჰაბმა -univerCity, პირველ საჯარო შეხვედრას უმასპინძლა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელი დირექტორი/რექტორი ვახტანგ ცაგარელი და ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ.

ვახტანგ ცაგარელმა მოსწავლეებს KIU-ს საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები გააცნო და სტუდენტური ცხოვრების, გაცვლითი პროგრამებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე დეტალურად ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა STEM მიმართულებებზე, ულტრათანამედროვე სასწავლო-სამეცნიერო ინფრასტრუქტურაზე, სტუდენტების ინტერესებზე მორგებულ სერვისებსა და ინოვაციურ ეკოსისტემაზე.

საჯარო ლექციის ფარგლებში, ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი მოსწავლეებს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე ესაუბრა. მერმა მათ გააცნო ის საგანმანათლებლო და სოციალური პროგრამები, რომლებიც ქუთაისის მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერითა და ინიციატივით ახალგაზრდებისთვის ხორციელდება. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიაში და მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.

KIU-ს ახალი ინოვაციური სივრცე ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში ცოტა ხნის წინ გაიხსნა. აღნიშნულ სივრცეში აქტიურად გაიმართება საგანმანათლებლო, ინოვაციური პროექტებისა და საჯარო ლექციების წარდგენა. შემეცნებითი ჰაბი იდეურად შეთავსებულია ქუთაისის ისტორიულ საგანმანათლებლო როლს და ქალაქის შემოქმედებითი ფუნქციის გაძლიერებას.

ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი

დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება