მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას, სულ მცირე, 20 ადამიანი ემსხვერპლა
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას, სულ მცირე, 20 ადამიანი ემსხვერპლა

კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას, სულ მცირე, 20 ადამიანი ემსხვერპლა

იმედი|imedinews.ge

ორშაბათს კოლუმბიის დასავლეთ ნაწილში მომხდარი 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე ქალაქში შენობები ჩამოინგრა.

მიწისძვრა ადგილობრივი დროით 08:30 საათის შემდეგ, კოლუმბიის წყნარი ოკეანის სანაპიროსთან, სან-ხოსე-დელ-პალმარის მახლობლად დაფიქსირდა. ბიძგები იმდენად ძლიერი იყო, რომ მოსახლეობამ შენობები და საცხოვრებელი სახლები როგორც კოლუმბიაში, ისე მეზობელ ეკვადორშიც დატოვა.

რისარალდას დეპარტამენტის ქალაქ პერეირას მერმა, მაურისიო სალასარმა Caracol Radio-სთან საუბრისას დაადასტურა, რომ ქალაქში, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა.

ქვეყნის სიდიდით მესამე ქალაქ კალის მერმა, ალეხანდრო ედერმა აღნიშნა, რომ ჩამოინგრა 20-ზე მეტი შენობა, რომელთა ნანგრევებშიც ადამიანები არიან ჩარჩენილები. ჩოკოს გუბერნატორმა, ნუბია კაროლინა კორდობა-კურიმ ასევე განაცხადა დაშავებულებისა და ინფრასტრუქტურის სერიოზული დაზიანების შესახებ.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) მონაცემებით, მიწისძვრის კერის სიღრმე თითქმის 110 კილომეტრს შეადგენდა. ბიძგები იგრძნობოდა დედაქალაქ ბოგოტაშიც, რომელიც ეპიცენტრიდან დაახლოებით 240 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. კოლუმბიის საზღვაო გენერალური დირექტორატის ცნობით, ცუნამის საფრთხე არ არსებობს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გოგა ხაინდრავა ბარამიძის განცხადებაზე: მე ვიყავი სახელმწიფო მინისტრი ომის დროს აფხაზეთში, არაფერი მსგავსი იქ არ ყოფილა. მაქვს ამის დამადასტურებელი საბუთები, რომლებსაც გადავცემ პროკურატურას

გოგა ხაინდრავა ბარამიძის განცხადებაზე: მე ვიყავი სახელმწიფო მინისტრი ომის დროს აფხაზეთში, არაფერი მსგავსი იქ არ ყოფილა. მაქვს ამის დამადასტურებელი საბუთები, რომლებსაც გადავცემ პროკურატურას

იმედი

აგვისტოს ომი და ომი უკრაინაში. რამ განაპირობა რიტორიკის ცვლილება - უპასუხო კითხვები და კონკრეტული ფაქტები არქივიდან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

აგვისტოს ომი და ომი უკრაინაში. რამ განაპირობა რიტორიკის ცვლილება - უპასუხო კითხვები და კონკრეტული ფაქტები არქივიდან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 47-მდე გაიზარდა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 47-მდე გაიზარდა

იმედი

მარკო რუბიო: ტრამპის ადმინისტრაცია ყურადღებით აკვირდება კოლუმბიაში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას და მზადაა, მხარი დაუჭიროს კოლუმბიის ხალხსა და პრეზიდენტ აბელარდო დე ლა ესპრიელას ადმინისტრაციას

მარკო რუბიო: ტრამპის ადმინისტრაცია ყურადღებით აკვირდება კოლუმბიაში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას და მზადაა, მხარი დაუჭიროს კოლუმბიის ხალხსა და პრეზიდენტ აბელარდო დე ლა ესპრიელას ადმინისტრაციას

იმედი