მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კომაროვის სკოლის 60 წლის იუბილე აღინიშნა
კომაროვის სკოლის 60 წლის იუბილე აღინიშნა

კომაროვის სკოლის 60 წლის იუბილე აღინიშნა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199 საჯარო სკოლის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, - ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრმა სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს, ადმინისტრაციასა და კურსდამთავრებულებს საიუბილეო თარიღი მიულოცა და კომაროვის სკოლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„კომაროვი ემსახურება მთელ საქართველოს და აერთიანებს ქვეყნის საუკეთესო პოტენციალს. სკოლა ქვეყნის ყველა რეგიონიდან ნიჭიერ ბავშვებს საშუალებას აძლევს, მიიღონ მაღალი ხარისხის განათლება და სრულად გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები.

განსაკუთრებით აღსანიშნავია კომაროვის შთამბეჭდავი წარმატებები საერთაშორისო ასპარეზზე - ასობით დამსახურებული მედალი, მათ შორის ათეულობით ოქრო და ის ახალგაზრდები, რომლებიც დღეს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში აგრძელებენ სწავლას, მომავალში საქართველოს განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ.

კომაროვის კურსდამთავრებულთა და მოსწავლეთა გზა და მიღწევები ცხადყოფს, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს სწორად დანახულ ნიჭს, მისი განვითარების ხელშეწყობას, ცოდნის და პასუხისმგებლობის გაზიარებას, ერთმანეთის მხარდაჭერას და ახალგაზრდებში პატრიოტიზმის გაღვივებას - კომაროვი სწორედ ამ ღირებულებებისადმი ერთგულებით არის გამორჩეული“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

საიუბილეო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი ლევან ხარაბაძე და სხვა მოწვეული სტუმრები.

საიუბილეო ღონისძიების მონაწილეებს კომაროვის სკოლის 60-წლიანი განვითარების ისტორია, მნიშვნელოვანი ეტაპები და კურსდამთავრებულთა მიღწევები სკოლის დირექტორმა ვახტანგ ჯაოშვილმა გააცნო.

ღონისძიების ფარგლებში კომაროვის სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგებს სკოლის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდოები გადაეცათ.

კომაროვის სკოლა წარმოადგენს საქართველოში ერთ-ერთ წამყვან საგანმანათლებლო ცენტრს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის განათლების სისტემის განვითარებაში და ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის მაღალი ხარისხის განათლების უზრუნველყოფაში.

კომაროვის მოსწავლეებს საერთაშორისო ოლიმპიადებზე მოპოვებული აქვთ 500-ზე მეტი მედალი, მათ შორის 50 ოქროს სინჯის, რაც საერთაშორისო დონეზე მაღალი აკადემიური სტანდარტისა და კონკურენტუნარიანობის მაჩვენებელია.

სკოლა ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტებს „შაბათის სკოლასა“ და „ონლაინ სკოლას“, რომლებიც მიზნად ისახავს ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაფართოებას ქვეყნის მასშტაბით.

სკოლა რეგიონებიდან ჩამოსული მოსწავლეებისთვის ქმნის ხარისხიანი განათლებისა და ცხოვრების შესაძლებლობას,რაც განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას უსვამს ხაზს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

The New York Times: ილონ მასკი შუალედურ არჩევნებზე 100-დან 120 მილიონ დოლარამდე დახარჯვას გეგმავს „რესპუბლიკელების“ დასახმარებლად

The New York Times: ილონ მასკი შუალედურ არჩევნებზე 100-დან 120 მილიონ დოლარამდე დახარჯვას გეგმავს „რესპუბლიკელების“ დასახმარებლად

იმედი

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი