მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კოტე ჟღენტი: ვფიქრობ, ორმაგი სტანდარტი მუდმივად იქნება დიდი სახელმწიფოების მხრიდან საქართველოს და საქართველოს მსგავსი სახელმწიფოების მიმართ
კოტე ჟღენტი: ვფიქრობ, ორმაგი სტანდარტი მუდმივად იქნება დიდი სახელმწიფოების მხრიდან საქართველოს და საქართველოს მსგავსი სახელმწიფოების მიმართ

კოტე ჟღენტი: ვფიქრობ, ორმაგი სტანდარტი მუდმივად იქნება დიდი სახელმწიფოების მხრიდან საქართველოს და საქართველოს მსგავსი სახელმწიფოების მიმართ

იმედი|imedinews.ge

ვფიქრობ, ორმაგი სტანდარტი მუდმივად იქნება დიდი სახელმწიფოების მხრიდან საქართველოს და საქართველოს მსგავსი სახელმწიფოების მიმართ, რადგან ისინი თვლიან, რომ შეუძლიათ ჭკუა დაგვარიგონ და გვასწავლონ ისეთი რამეები, რაც მათი აზრით, ჩვენ ყოველგვარი კომენტარისა და საკუთარი დამოკიდებულების გარეშე უნდა შევასრულოთ, - განაცხადა პარტია „ერთიანი ნეიტრალურ საქართველოს“ მრჩეველმა, დიპლომატმა კოტე ჟღენტმა „დღის ქრონიკაში“.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის წერილი ევროკავშირის ლიდერებისადმი დროული და საჭირო იყო, თუმცა ეჭვი ეპარება, რომ ირაკლი კობახიძე პასუხს მიიღებს.

„თუ ამას არანაირი პასუხი არ ექნება, მაშინ ვიცით, რომ პასუხის არგაცემაც გარკვეული შედეგია და აქედანაც გარკვეული დასკვნების გამოტანა შეიძლება. მათი მხრიდან პასუხის არმიცემა იქნება დასტური იმისა, რომ ისინი ამ პოლიტიკას არ შეიცვლიან, რამდენი წელიც არ უნდა მივცეთ. კარგად ხედავთ, რომ 3 ზესახელმწიფო [აშშ, ჩინეთი, რუსეთი] გლობალური პოლიტიკით გარკვეულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ, გარკვეულწილად შეიძლება ევროპა ამაში რაღაცნაირად გათვალისწინებული იყოს, მაგრამ იმ როლს, რასაც ევროპა ფიქრობს, რომ გლობალური პროცესების დარეგულირებაში ითამაშებს, მგონია, რომ ვერ ითამაშებს, გამომდინარე იმ მდგომარეობიდან, რაშიც ისინი ახლა არიან, როგორც გაერთიანება, ისე მისი ცალკეული სახელმწიფოები“, - მიიჩნევს ჟღენტი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სეუტაში განვითარებულ მოვლენებზე: ეს მიუღებელი ინციდენტი ესპანეთის მთავრობის იმ მიზანმიმართული ძალისხმევის პირდაპირი შედეგია, რაც ევროპაში მასობრივი უკანონო მიგრაციის ხელშეწყობასა და წახალისებას გულისხმობს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

იმედი

გია აბაშიძე ჟორჟოლიანს: ქალბატონო ნანული, პირველ რიგში ამ სოფლებში ჩადი, რომელიც შენი ბელადის ავანტიურის შემდეგ 2008 წელს დავკარგეთ, ხოლო ამ სოფლებიდან 200 000 ადამიანი დევნილად იქცა

გია აბაშიძე ჟორჟოლიანს: ქალბატონო ნანული, პირველ რიგში ამ სოფლებში ჩადი, რომელიც შენი ბელადის ავანტიურის შემდეგ 2008 წელს დავკარგეთ, ხოლო ამ სოფლებიდან 200 000 ადამიანი დევნილად იქცა

იმედი

აჭარის მთავრობის სხდომაზე მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს

აჭარის მთავრობის სხდომაზე მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს

იმედი