მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კრიშტიანუ რონალდუმ „ალ-ნასრთან“ ერთად საუდის არაბეთის ჩემპიონატი მოიგო
კრიშტიანუ რონალდუმ „ალ-ნასრთან“ ერთად საუდის არაბეთის ჩემპიონატი მოიგო

კრიშტიანუ რონალდუმ „ალ-ნასრთან“ ერთად საუდის არაბეთის ჩემპიონატი მოიგო

იმედი|imedinews.ge

საუდის არაბეთის პრო-ლიგის დასკვნით, 34-ე ტურში „ალ-ნასრმა“ საკუთარ მოედანზე, ერ-რიადში, „დამაკი“ ანგარიშით 4:1 დაამარცხა და ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

შეხვედრა მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა. ანგარიში 34-ე წუთზე სადიო მანემ გახსნა, ხოლო 52-ე წუთზე კინგსლი კომანმა „ალ-ნასრის“ უპირატესობა ორამდე გაზარდა. 57-ე წუთზე სტუმართაგან მორლაი სილამ პენალტით ერთი გოლის გაქვითვა მოახერხა, თუმცა მატჩის საბოლოო ბედი კრიშტიანუ რონალდუმ გადაწყვიტა, რომელმაც 62-ე და 80-ე წუთებზე დუბლი გააფორმა.

41 წლის პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ფენომენალური სეზონი ჩაატარა და 28 გოლით „ალ-ნასრის“ წლის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. რაც შეეხება მთლიანად ჩემპიონატს, რონალდუმ ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილი დაიკავა და მხოლოდ „ალ-აჰლის“ ინგლისელ ფორვარდს, აივან ტონის ჩამორჩა, რომელმაც სეზონი 32 გოლით დაასრულა.

ეს ტიტული „ალ-ნასრისთვის“ ისტორიულია, რადგან გუნდმა ჩემპიონობა პირველად მოიპოვა მას შემდეგ, რაც 2023 წლის იანვარში კრიშტიანუ რონალდუ დაიმატა. პორტუგალიელისთვის ეს რიგით მეორე ტიტულია არაბულ კლუბში, 2023 წლის აგვისტოში მოგებული არაბულ ჩემპიონთა თასის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთში გადასვლამდე რონალდუს ბოლო ტიტული 2021 წლის მაისში, ტურინის „იუვენტუსთან“ ერთად მოპოვებული იტალიის თასი გახლდათ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი