მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კულტურის მინისტრმა თანამდებობა დატოვა
კულტურის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

კულტურის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

იმედი|imedinews.ge

თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა. განცხადება საქართველოს კულტურის სამინისტროს „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც რუხაძე განმარტავს, გადადგომის გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო, მანამდე კი კონსულტაციები პრემიერ-მინისტრთან გაიარა.

„პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო კულტურის მინისტრის თანამდებობა.

ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დამჭირდება მკურნალობის საგანგებო კურსის გავლა, რის გამოც ვერ შევძლებ მინისტრის მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას. კულტურა არის სფერო, რომელიც განსაკუთრებულ ზრუნვასა და ყურადღებას მოითხოვს. ვწუხვარ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მაძლევს საშუალებას, სათანადო ყურადღება დავუთმო იმ საქმეს, რომელიც ასე ძალიან მიყვარს და ჩემთვის ყველაზე ძვირფასია.

მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის.

მადლობა მთავრობის თითოეულ წევრს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.

მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მხარს უჭერდა ჩვენს წამოწყებებს. განსაკუთრებული მადლობა კულტურის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს დაუღალავი შრომისა და ერთგული სამსახურისთვის.

ვრჩები თქვენს გულშემატკივრად და გისურვებთ წარმატებებს!“, - ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 226 სტატია.

  • "მიუღებელია როგორც ხელოვნურად გაზრდილი, ისე არარეალურად დაბალი ფასი" - მინისტრი ტენდერებში კომპანიების ფასებზეBM.GE
  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან ერთად საგანმანათლებლო პროექტების მიმდინარეობას გაეცნორუსთავი 2
  • ესტონეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინისთვის ჭურვების შესყიდვის სკანდალის გამო გადადგაფორმულა
  • სასამართლოში ავალიანის საქმეზე, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილის პროცესი მიმდინარეობსტვ პირველი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

მედია: საუდის არაბეთმა თავდასხმების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი გათიშა

მედია: საუდის არაბეთმა თავდასხმების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი გათიშა

იმედი

ლევან დარსალია: მთის ტრასების სააგენტოს ციფრული მიმართულებით ბევრი სიახლე აქვს. ვიწყებთ ჩვენი ვებგვერდის განახლებით, აქტიურად ვმუშაობთ აპლიკაციის შექმნაზეც - პლატფორმაზე მოთხილამურისა და დამსვენებლისთვის ყველანაირი ინფორმაცია იქნება თავმოყრილი

სამშენებლო ობიექტებზე ფატალური შემთხვევები 46%-ით შემცირდა - შრომის ინსპექციამ სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში წარმოადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სამშენებლო ობიექტებზე ფატალური შემთხვევები 46%-ით შემცირდა - შრომის ინსპექციამ სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში წარმოადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - ამოღებული ნარკოტიკი და დაკავებული მოქალაქეები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - ამოღებული ნარკოტიკი და დაკავებული მოქალაქეები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი