
ყველაფერი ისტორიულ თარიღზე, საიდანაც ახალი პოლიტიკური რეალობა იწყება - გამარჯვების 14 წელი. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
გულწრფელად გეტყვით, არც კი მინდა წარმოვიდგინო, რომ არა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ქველმოქმედება და ქართველი ხალხის მტკიცე და გაბედული ნაბიჯი, სად ვიქნებოდით ახლა! ეს არხი რომ არ იარსებებდა, ზუსტად ვიცი, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ.
მისივე თქმით, 2012 წლის პირველმა ოქტომბერმა ქვეყნის მძიმე რეალობა შეცვალა.
„გადაცემისა და ტელეკომპანია „იმედის“ მაყურებლების 90%-ს რომ ქვეყანაში აღარ დაედგომებოდა, ესეც ვიცი, რთული არც იმის მიხვედრაა, რომ დარჩენილ 10%-ს ციხეში მოუწევდა ყოფნა. ყოველგვარი პათეტიკის და მიკერძოების გარეშე ვამბობ, რომ 2012 წლის პირველმა ოქტომბერმა ქვეყნის მძიმე რეალობა შეცვალა“, - აღნიშნა ჩიხლაძემ.
14-წლიანი უკომპრომისო ბრძოლა საქართველოს გარე და შიდა მტრებთან, მუდმივი ზეწოლა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელზე, აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, კანონმდებლებსა და ქვეყნის განვითარებისთვის გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები - ყველაფერი ისტორიულ თარიღზე, საიდანაც ახალი პოლიტიკური რეალობა იწყება, ნახეთ მარიამ ოშხნელის საავტორო რეპორტაჟში.
იმედი
წყარო: imedinews.ge