
ლადო სადღობელაშვილი: ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული მოღვაწეების პატივისცემა თითოეული ჩვენგანისთვის პრინციპული საკითხია. როდესაც საქმე ეხება ჩვენი მწერლებისა და ღირებულებების შეურაცხყოფას, საზოგადოების პროტესტი და მკვეთრი ემოციური რეაქცია სრულიად ბუნებრივია
ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული მოღვაწეების პატივისცემა თითოეული ჩვენგანისთვის პრინციპული საკითხია. როდესაც საქმე ეხება ჩვენი მწერლებისა და ღირებულებების შეურაცხყოფას, საზოგადოების პროტესტი და მკვეთრი ემოციური რეაქცია სრულიად ბუნებრივია, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, ონისე ოქრიაშვილის ცემის ფაქტზე დაკავებულ პირზე.
როგორც სადღობელაშვილი აღნიშნავს, როდესაც საქმე ეროვნული ღირებულებებისა და მწერლების შეურაცხყოფას ეხება, საზოგადოების პროტესტი და ემოციური რეაქცია ბუნებრივია, თუმცა ფიზიკური დაპირისპირება დავის გადაწყვეტის ცივილიზებული გზა არ არის.
„ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული მოღვაწეების პატივისცემა თითოეული ჩვენგანისთვის პრინციპული საკითხია. როდესაც საქმე ეხება ჩვენი მწერლებისა და ღირებულებების შეურაცხყოფას, საზოგადოების პროტესტი და მკვეთრი ემოციური რეაქცია სრულიად ბუნებრივია. რა თქმა უნდა, ფიზიკური დაპირისპირება არ არის დავის გადაჭრის ცივილიზებული გზა, თუმცა სასჯელი აუცილებლად ქმედების პროპორციული უნდა იყოს! ემოციურ ნიადაგზე მომხდარი ერთი ინციდენტისა თუ შემოლაწუნების გამო ადამიანის ციხეში გამოკეტვა და მისი მომავლის დანგრევა არაპროპორციული და ზედმეტად მკაცრი ნაბიჯია. კანონმდებლობა ითვალისწინებს უამრავ ალტერნატიულ ზომას: ჯარიმას, გაფრთხილებას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას! - მოვუწოდებთ სამართალდამცავებსა და სასამართლოს, გამოიჩინონ გონიერება და ნუ გადააქცევენ ამ ინციდენტს ახალგაზრდის ცხოვრების დანგრევის მიზეზად!“ - წერს სადღობელაშვილი.
