
ლაგოდეხი სახალხო დღესასწაულს „ჰერეთობა 2026“-ს მასპინძლობს
იმედი|imedinews.ge
ლაგოდეხი სახალხო დღესასწაულს „ჰერეთობა 2026“-ს მასპინძლობს.
ტყე-პარკის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის პავილიონია მოწყობილი, სადაც ადგილობრივი მეწარმეები საკუთარ ნაწარმსა და ხელნაკეთ ნივთებს ყიდიან. სტუმრებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ ქართული ტრადიციული შოთის გამოცხობისა და ჩურჩხელის ამოვლების მასტერკლასებში.
გაიმართა სპორტული აქტივობებიც. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამარჯვებული სპორტსმენები სპეციალური პრიზებით დააჯილდოვეს.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge