მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლაგოდეხში წყალმომარაგების პროექტთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართა
ლაგოდეხში წყალმომარაგების პროექტთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართა

ლაგოდეხში წყალმომარაგების პროექტთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართა

იმედი|imedinews.ge

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წყალმომარაგების სისტემის განვითარების მიზნით დაგეგმილი პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრას საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძე, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორი ბესიკ ჯიქურაული, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, კომპანიის დირექტორის მოადგილე აკაკი მშვიდობაძე, საქართველოს პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, კომპანიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები და დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.

შეხვედრის ფარგლებში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, აკაკი მშვიდობაძემ, მოსახლეობას არსებული წყალმომარაგების სისტემის მდგომარეობა, პროექტის განხორციელების აუცილებლობა და სამი შესაძლო ტექნიკური გადაწყვეტა წარუდგინა.

წარმოდგენილი ალტერნატივები ითვალისწინებს წყლის რესურსის გაზრდას, ახალი წყალაღების შესაძლებლობების შექმნას, წყლის ამღვრევის პერიოდში ხარისხიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად საფილტრე სადგურის მოწყობას, ასევე წყალმომარაგების სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხისა და ღია დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა. მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა, გასცნობოდა თითოეული ალტერნატივის ტექნიკურ მახასიათებლებს, დაესვა კითხვები და წარმოედგინა საკუთარი მოსაზრებები.

განხილვისას ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან ყველაზე მეტი მხარდაჭერა იმ ტექნიკურმა გადაწყვეტამ მიიღო, რომელიც N4 სანიტარული ზონის ტერიტორიაზე ან მის მიმდებარედ ახალი ჭაბურღილების მოწყობასა და წყალმომარაგების სისტემისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებს.

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, გიორგი კობერიძის განცხადებით, მოსახლეობის ჩართულობა ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი პროექტები ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებისა და რეალური საჭიროებების გათვალისწინებით განხორციელდეს. სწორედ ამიტომ, გადაწყვეტილების მიღებამდე საზოგადოებას ვაცნობთ პროექტის შესაძლო ტექნიკურ გადაწყვეტებს, ვისმენთ მათ მოსაზრებებს და უზრუნველვყოფთ პროცესის მაქსიმალურ გამჭვირვალობას. თითოეული შენიშვნა და წინადადება შესაბამისი სპეციალისტების მიერ დეტალურად იქნება განხილული“, - განაცხადა გიორგი კობერიძემ.

პროექტის საბოლოო ტექნიკური გადაწყვეტა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების, შესაბამისი სპეციალისტების დასკვნებისა და საჯარო განხილვის ფარგლებში მიღებული მოსაზრებების საფუძველზე განისაზღვრება.

წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურული პროექტების საჯარო განხილვები ეტაპობრივად საქართველოს მასშტაბით ყველა შესაბამის მუნიციპალიტეტში გაიმართება. შეხვედრების მიზანია მოსახლეობის პროექტების დაგეგმვის პროცესში ადრეულ ეტაპზე ჩართვა, მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების გათვალისწინება, ასევე დაგეგმილი სამუშაოების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ფაქტზე საქართველოს 3 მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ფაქტზე საქართველოს 3 მოქალაქე დააკავა

იმედი

ლაშა აბაშიძე: ბოლო პერიოდის განმავლობაში, ლიანდაგსა და ინფრასტრუქტურაზე მნიშვნელოვანი კაპიტალური სამუშაოები ჩავატარეთ, რომელმაც საშუალება მოგვცა, რომ სიჩქარეები გარკვეულ მონაკვეთებზე გაგვეზარდა

ლაშა აბაშიძე: ბოლო პერიოდის განმავლობაში, ლიანდაგსა და ინფრასტრუქტურაზე მნიშვნელოვანი კაპიტალური სამუშაოები ჩავატარეთ, რომელმაც საშუალება მოგვცა, რომ სიჩქარეები გარკვეულ მონაკვეთებზე გაგვეზარდა

იმედი

ზაალ ანჯაფარიძე: მოლდოვის ხელისუფლებას აქვს უფლება მკაცრად აღკვეთოს სიძულვილის ენა ინტერნეტში, იმიტომ რომ დასავლეთის ფავორიტია, საქართველოს ხელისუფლებას კი ამის უფლება თურმე არ უნდა ჰქონდეს, თუ აშშ-ის საელჩოს და სხვა დასავლელი აქტორების „ლოგიკას“ დავეყრდნობით

მედია: ტრამპის ადმინისტრაცია პოტენციურ მიგრანტთა ნაწილისგან შეერთებული შტატების  ვიზის მისაღებად 250 ათას დოლარამდე ოდენობის გირაოს ჩადებას მოითხოვს

მედია: ტრამპის ადმინისტრაცია პოტენციურ მიგრანტთა ნაწილისგან შეერთებული შტატების ვიზის მისაღებად 250 ათას დოლარამდე ოდენობის გირაოს ჩადებას მოითხოვს

იმედი