მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლაშა აბაშიძე: ახალი საპორტო სიმძლავრეები და კონკრეტულად, ანაკლიის პორტი შუა დერეფნისთვის გარდამტეხი მნიშვნელობის იქნება - ეს არის ტვირთების გადამუშავებისა და ზღვაზე გატანის დამატებითი რესურსი
ლაშა აბაშიძე: ახალი საპორტო სიმძლავრეები და კონკრეტულად, ანაკლიის პორტი შუა დერეფნისთვის გარდამტეხი მნიშვნელობის იქნება - ეს არის ტვირთების გადამუშავებისა და ზღვაზე გატანის დამატებითი რესურსი

ლაშა აბაშიძე: ახალი საპორტო სიმძლავრეები და კონკრეტულად, ანაკლიის პორტი შუა დერეფნისთვის გარდამტეხი მნიშვნელობის იქნება - ეს არის ტვირთების გადამუშავებისა და ზღვაზე გატანის დამატებითი რესურსი

იმედი|imedinews.ge

საქართველოს როლი შუა დერეფანში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ჩვენ ცენტრალური აზიის ქვეყნებს ვაკავშირებთ ევროპის ბაზართან, ჩვენ ასევე პირდაპირი კავშირი გვაქვს შავ ზღვასთან, ვართ საკმაოდ კონკურენტუნარიან გარემოში და სწორედ ამიტომ ტვირთნაკადი არის მომატებული, - განაცხადა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ.

ლაშა აბაშიძის თქმით, ელოდებიან, რომ მიმდინარე წელს გადაზიდვების რეკორდული მაჩვენებელი იქნება.

„უკვე გაქვს ისეთი მონაცემები, რომელიც ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალია. სწორედ ამიტომ ხორციელდება საქართველოს რკინიგზაში მნიშვნელოვანი ინვესტიციები. დაგეგმილი გვაქვს არსებითად გავაუმჯობესოთ რკინიგზის მოძრავი შემადგენლობა - მიმდინარეობს სალოკომოტივო და სავაგონო პარკის სრული განახლება“, - განაცხადა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა.

რაც შეეხება ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელ სარკინიგზო ხაზს, ლაშა აბაშიძის თქმით, მის მშენებლობაზე ტენდერი მიმდინარე წელს გამოცხადდება.

„ახალი საპორტო სიმძლავრეები და, კონკრეტულად, ანაკლიის პორტი შუა დერეფნისთვის გარდამტეხი მნიშვნელობის იქნება - ეს არის ტვირთების გადამუშავების და ზღვაზე გატანის დამატებითი რესურსი. როგორც კვლევები აჩვენებს, შუა დერეფანში მომავალ წლებში იქნება ტვირთების 2-ჯერ და 3-ჯერ მეტი ზრდა. შესაბამისად, ახალი საპორტო ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს იმას, რომ ეს ტვირთები გავატაროთ. ამიტომაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არამხოლოდ საქართველოსთვის, ზოგადად შუა დერეფნისთვის არის მნიშვნელოვანი და კრიტიკული მთელი ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის. ვმუშაობთ მსოფლიო ბანკთან ერთად, რომ მიმდინარე წელს გამოვაცხადოთ ტენდერი და ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტამდე მისასვლელი რკინიგზის მშენებლობა დავიწყოთ. ეს იქნება სრულიად ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა. ჩვენ ვაშენებთ ახალ სადგურებს და ახალ სარკინიგზო ინფრასტრუქტურას“, - განაცხადა ლაშა აბაშიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Euronews: ევროკომისიამ დაასკვნა, რომ მიმდინარე წლისთვის უკრაინის ფინანსური და სამხედრო საჭიროებები სრულად არის უზრუნველყოფილი, მას შემდეგ, რაც ერთი თვის წინ კიევმა თავდაცვის სამინისტროში 27 მილიარდი დოლარის დეფიციტის შესახებ განაცხადა

ქალაქ ნიცის მერი: ვანდალების მშობლებმა უნდა გადაიხადონ ლიცეუმებისთვის მიყენებული ზიანის აღდგენის ხარჯები - თუ ისინი სარგებლობენ სოციალური დახმარებებით ან მუნიციპალური საცხოვრებლით, ეს შეღავათები უნდა შეუწყდეთ და ჩამოერთვათ

ბაჩო ოდიშარია ბერა ივანიშვილის მიერ დაანონსებულ სამართლებრივ დავაზე: მიმაჩნია, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო ბერა ივანიშვილმა, როდესაც მან განაცხადა, რომ აპირებს სამართლებრივი დავა დაიწყოს ცილისმწამებელ ტელეკომპანიებთან, რომლებიც მტკიცების ფორმით მას და მის ოჯახს აბრალებენ ძალიან ფანტასმაგორიულ და ზოგ შემთხვევაში პირდაპირ სასაცილო საქმეებს

„ჩვენ წინაშეა პარტია, რომელიც მოხიბლულია ძალადობით, მოუწოდებს ამბოხისკენ და ცდილობს აჯანყების ორგანიზებას“ - საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატმა, ბრუნო რეტაიომ განაცხადა, რომ მემარცხენე პოლიტიკური გაერთიანება „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ აკრძალვა სურს