მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლაშა ბერულავა: გიორგი კარბელაშვილი ისევ ენმ-ს წარმოადგენს? - სამარცხვინოა, იმ ინციდენტის გამო, სადაც ტაქსის მძღოლს ძველბიჭური გარჩევები მოუწყო, მიაძახა: „მაგიტომაც ხარ იქ, სადაც ზიხარ!..“ - იქნებ, არ იცი, ამ ბიჭის მსგავსი მოქალაქეების ხმების დამსახურება იყო შენი დეპუტატობა?
ლაშა ბერულავა: გიორგი კარბელაშვილი ისევ ენმ-ს წარმოადგენს? - სამარცხვინოა, იმ ინციდენტის გამო, სადაც ტაქსის მძღოლს ძველბიჭური გარჩევები მოუწყო, მიაძახა: „მაგიტომაც ხარ იქ, სადაც ზიხარ!..“ - იქნებ, არ იცი, ამ ბიჭის მსგავსი მოქალაქეების ხმების დამსახურება იყო შენი დეპუტატობა?

იმედი|imedinews.ge

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა, პარლამენტის ყოფილ წევრს „ნაციონალური მოძრაობიდან“, გიორგი კარბელაშვილს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მან ტაქსის მძღოლს „ძველბიჭური გარჩევები მოუწყო არაფრის გამო, ბოლოს კი მიაძახა: „მაგიტომაც ხარ იქ, სადაც ზიხარ!..“

ბერულავა მიმართავს კარბელაშვილს, რით არის ტაქსის მძღოლი მასზე ნაკლები და რით დაამახსოვრა თავად კარბელაშვილმა საზოგადოებას თავი. ის ასევე ყოფილ დეპუტატს ამბიციების დაოკებას ურჩევს და მოუწოდებს, თუ მაგარია, ბიძინა ივანიშვილს „ეკაჩაოს“.

„ეს კაცი, გიორგი კარბელაშვილი, ისევ ენმ-ს წარმოადგენს? თუ კი, სამარცხვინოა იმ ინციდენტის გამო, რაც დაახლოებით, ერთი საათის წინ მოხდა ფალიაშვილზე და სადაც ძალიან კარგ ბიჭს, ტაქსის მძღოლს, ძველბიჭური გარჩევები მოუწყო არაფრის გამო, ბოლოს კი მიაძახა: „მაგიტომაც ხარ იქ, სადაც ზიხარ!..“

რაო, გიორგი, გგონია, პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაიბადე და მანდვე ელისაბედ დედოფალმა გაკურთხა რაინდად? იქნებ, არ იცი, რომ ამ ბიჭის მსგავსი მოქალაქეების ხმების დამსახურება იყო შენი დეპუტატობა? რით არის დეპუტატზე ნაკლები ტაქსის მძღოლი? ან რით დაგვამახსოვრე თავი საერთოდ, მთვრალი რომ ეკაჩავე პოლიციელებს, მაგით? ენები მიიგდეთ და ამბიციები დაიოკეთ, მით უმეტეს, როცა თქვენს გვერდით თქვენი შვილია. არავისზე არაფრით მეტი არ ხართ, უფრო პირიქით. წადი და ბიძინას „ეკაჩავე“ თუ მაგარი ხარ“, - წერს ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლაშა დოლიძე: 26 მაისს სოფლის განვითარების სააგენტო წარმოდგენილი იქნება რუსთავში, დაცული ტერიტორიების სააგენტო - ქალაქ ფოთში, ხოლო ღვინის ეროვნული სააგენტო - ქალაქ ამბროლაურში

ლაშა დოლიძე: 26 მაისს სოფლის განვითარების სააგენტო წარმოდგენილი იქნება რუსთავში, დაცული ტერიტორიების სააგენტო - ქალაქ ფოთში, ხოლო ღვინის ეროვნული სააგენტო - ქალაქ ამბროლაურში

იმედი

ბაჩო ოდიშარია: რეჟისორიდან დაწყებული, სპორტსმენით დამთავრებული, ყველას, ვინც თავისი ქვეყნის გულშემატკივარია, აუცილებლად ესაქმება პოლიტიკაში - ვინც ამაზე ქილიკობენ, ალბათ, მათ ყველაზე მეტად ეწყინათ ისეთი სახეების გამოჩენა „ქართული ოცნების“ გუნდში, რომელთაც დიდი ამაგი ჰქონდათ ქვეყნის წინაშე და დიდი ავტორიტეტი გააჩნდათ

თბილისის მერი საერთაშორისო ბაზრობას TAF 2026-ს ესტუმრა

თბილისის მერი საერთაშორისო ბაზრობას TAF 2026-ს ესტუმრა

იმედი

ემანუელ მაკრონსა და ალექსანდრ ლუკაშენკოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ემანუელ მაკრონსა და ალექსანდრ ლუკაშენკოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

იმედი