მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლაშა დოლიძემ თავის უზბეკ კოლეგასთან საქართველოსა და უზბეკეთს შორის სოფლის მეურნეობის დარგში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა
ლაშა დოლიძემ თავის უზბეკ კოლეგასთან საქართველოსა და უზბეკეთს შორის სოფლის მეურნეობის დარგში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

ლაშა დოლიძემ თავის უზბეკ კოლეგასთან საქართველოსა და უზბეკეთს შორის სოფლის მეურნეობის დარგში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

იმედი|imedinews.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე უზბეკეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს კაჰრამონ იულდაშევს შეხვდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და უზბეკეთს შორის სოფლის მეურნეობის დარგში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

საუბარი შეეხო აკვაკულტურის, მევენახეობა-მეღვინეობის, სამეცნიერო-კვლევითი, საგანმანათლებლო, ასევე, სოფლის მეურნეობის დარგში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით თანამშრომლობის და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობის საკითხებს. „ცოდნის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის ურთიერთგაზიარება, დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და ერთობლივი პროექტების განხორციელება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და სოფლის მეურნეობის სექტორის მდგრად განვითარებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა ლაშა დოლიძემ. როგორც კაჰრამონ იულდაშევმა აღნიშნა, უზბეკეთი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან აგრარულ სექტორში თანამშრომლობის გაღრმავებას და მზად არის ორმხრივად საინტერესო და სასარგებლო პროექტების განხორციელებისთვის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

იმედი

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

იმედი

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

იმედი

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

იმედი