
ლაშა რიჟამაძე: პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნას მთლიანად სადისტრიბუციო და მწარმოებელთა სექტორი იზიარებს
კომისიის დასკვნას მთლიანად სადისტრიბუციო და მწარმოებელთა სექტორი იზიარებს, - განაცხადა „ქრონიკასთან“ დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის თავმჯდომარე ლაშა რიჟამაძემ.
„რა თქმა უნდა ყველა ბიზნესსუბიექტის ჩართულობა მისასალმებელია, მნიშვნელოვანია ყველას ჩართულობა იმ პროცესში, რამაც პროდუქციის ფასზე შეიძლება დადებითი გავლენა მოახდინოს“, - აღნიშნა მან.
მსხვილი ქსელური მარკეტები პირველადი მოხმარების პროდუქტებს გააიაფებენ. რამდენიმე დღეში დახლებზე პროდუქტების ფასი შემცირდება. „საოჯახო კალათის" ფარგლებში განსაკუთრებული შეთავაზებები მუდმივად გავრცელდება.
მსხვილი ქსელური მარკეტები პირველადი მოხმარების პროდუქტებს გააიაფებენ. რამდენიმე დღეში დახლებზე პროდუქტების ფასი შემცირდება. „საოჯახო კალათის“ ფარგლებში განსაკუთრებული შეთავაზებები მუდმივად გავრცელდება.
შესაბამისი განცხადებები „რითეილ ასოციაციამ“, „გუდვილმა“, „დეილი გრუპმა“, „ნიკორამ“ გამოაქვეყნეს.
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტების და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითმა კომისიამ 104-გვერდიანი დასკვნა დაამტკიცა. დასკვნა ითვალისწინებს მათ შორის რეკომენდაციებს, როგორ უნდა ჩამოყალიბდეს სისტემა ისე, რომ მომხმარებელმა პროდუქტზე დაბალი ფასი მიიღოს.
იმედი
წყარო: imedinews.ge