მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა
ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

იმედი|imedinews.ge

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი, იტალიის ეროვნული ნაკრებისა და კლუბ „მილანის“ წევრი ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას „მილანი“ სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.

„მილანი“ ფრანკო ბარეზის გარდაცვალების გამო გლოვობს. მისი მაგალითი, ადამიანური ღირსებები და ფასეულობები, ისევე, როგორც მისი ლეგენდარული 6-ნომრიანი მაისური, სამუდამოდ დარჩება კლუბის დნმ-ისა და განვითარების გზის განუყოფელ და ფუნდამენტურ ნაწილად.

„მილანი“ უსამძიმრებს ფრანკო ბარეზის ოჯახს. ამ მძიმე წუთებში კლუბის სამძიმარს იზიარებს „როსონერის“ თითოეული გულშემატკივარი, რომელიც ამ დანაკლისს საკუთარ ტკივილად აღიქვამს“, - აღნიშნულია „მილანის“ განცხადებაში.

მედიის ცნობით, ბარეზი ბოლო პერიოდში მძიმე დაავადებას ებრძოდა.

ბარეზი „მილანში“ 1978-1997 წლებში თამაშობდა. კლუბთან ერთად მას ექვსჯერ აქვს მოგებული იტალიის ჩემპიონატი, იტალიის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერთასი.

იტალიის ნაკრების შემადგენლობაში ბარეზიმ 1982 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.

La Storia del Milan è in lacrime per la scomparsa di Franco Baresi. Il suo esempio e la sua profondità saranno, per sempre come la sua maglia numero 6, parte integrante e fondamentale del DNA e del cammino di tutto il Club. Le condoglianze che AC Milan porge alla famiglia tutta… pic.twitter.com/a8wNOCUc2o — AC Milan (@acmilan) July 31, 2026
გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი