
ლელა რაზიკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ყველაზე ტრაგიკული ისაა, რომ ვერ ხვდებიან, სადამდე მიიყვანეს ამომრჩეველი, დგანან ახლა და ამბობენ, რომ ხედავთ, პროპაგანდამ როგორ იმუშავა, რომ ასე გავნულდითო. 5% კი არა, შეიძლება 1%-იც მეტი იყოს ამათთვის
ყველაზე ტრაგიკული ისაა, რომ ვერ ხვდებიან ამას, დგანან ახლა და ამბობენ, რომ ხედავთ, პროპაგანდამ როგორ იმუშავა, რომ ასე გავნულდითო. 5% კი არა, შეიძლება 1%-იც მეტი იყოს ამათთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა ლელა რაზიკაშვილმა.
წამყვანმა მას კითხვა IRI-ის ბოლო კვლევაზე დაუსვა, სადაც ოპოზიციას გამოკითხულთა მცირე რაოდენობა უჭერს მხარს.
„ოპოზიციურმა კლასმა თავის საკუთარ ქვეყანას გამოუცხადა ბრძოლა იარაღით, ცეცხლით, ქვით, შიგნით, გარეთ, რეზოლუციების ყიდვით და ა.შ. ასეთ ფრონტზე რომ ოპოზიცია იბრძვი, შედეგი რა შეიძლება იყოს?! ხშირად მესმის და პოლიტიკური ფოლკლორია - ღმერთო, ნუ დაუშვებ იმას, რომ ესენი მოვიდნენ ხელისუფლებაშიო. ყველაზე მარტივი და პოპულარული ფრაზა საქართველოს მოსახლეობაში დღეს ეს არის და კიდევ ის - ესენი რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში, საქართველო აღარ იქნებოდაო. უნდა შეძლო ოპოზიციამ, რომ საქართველოს ჩვეულებრივი ამომრჩეველი, რომელიც უნდა მოვიდეს და ხმა მოგცეს, აქამდე მიიყვანო. ყველაზე ტრაგიკული ისაა, რომ ვერ ხვდებიან ამას, დგანან ახლა და ამბობენ, რომ ხედავთ, პროპაგანდამ როგორ იმუშავა, რომ ასე გავნულდითო. 5% კი არა, შეიძლება 1%-იც მეტი იყოს ამათთვის“, - აღნიშნა რაზიკაშვილმა.
IRI-ის კვლევაში ოპოზიციას ისტორიული მინიმუმი აქვს. პარტიების ნაწილს 1%-იანი მხარდაჭერა აქვს, ნაწილს 2%-იანი. ცდომილების ზღვარსაც კი ვერ გაუტოლდა „ლელო“. ამ ფონზე „ქართულ ოცნებას“ ალოკაციით 55%, ალოკაციის გარეშე კი 36% აქვს.
იმედი
წყარო: imedinews.ge