მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას
ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას

ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას

იმედი|imedinews.ge

ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდათ, დროს აკარგვინებენ, რადგან უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას, - წერს "გირჩის" წევრი, ლევან ჯგერენაია, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ოპოზიციის ალიანსს არც იდეა აქვს და საზოგადოებას ატყუებს, ხელისუფლებას კი ტყუილებით ვერ დაამარცხებენ.

"1 კვირა გავიდა 26 მაისის აქციიდან, ხომ გახსოვთ, რომ ამბობდნენ “ახალ ფაზაში” შევდივართო, რა ისმის ახალი ფაზის შესახებ, გაქვთ ვინმეს ინფორმაცია?

ან წინა ფაზები თუ გაიაზრეს რამდენად წარმატებული იყო? რა შედეგები დადო და ახალი ფაზა რითი უნდა იყოს განსხვავებული?

ტყუილია, იდეა გვაქვსო რომ ამბობენ. “იდეა გვაქვს” თქმა არ არის საკმარისი და არ ნიშნავს მის ქონას, არამედ თუ რაში გამოიხატება იდეა, რას ცვლიან, ეგ უნდა უთხრან ხალხს, მაგრამ ამას ვერ ათქმევინებ, რადგან იდეა არ არსებობს.

იდეა რომ ჰქონდეთ და მერე ერთმანეთში იყვნენ ამაზე შეთანხმებული, ყველგან ამაზე უნდა საუბრობდნენ, რომ დამაჯერებლობა ჰქონდეთ და შთაბეჭდილება დარჩეს ხალხს, ამათ მართლა რაღაც განსხვავებულის გაკეთება ნდომებიათო.

ალიანსის 9 პარტიიდან, 5 პარტიიის პოლიტიკოსმა 2020 წელსაც მოაწერა შეთანხმებას ხელი გირჩთან ერთად, თუ რა როგორ უნდა შეცვლილიყო, მაგრამ ყველამ დაიკიდა და არავის ახსოვს. თან, რასაც მაშინ მოაწერეს ხელი გირჩთან, იმაზე არც აუხსნიათ თუ რა აღარ მოსწონთ და რატომ გადავიდნენ სხვა “იდეებზე”.

იგივე ხალხი რომ ამბობს, ჩვენ იდეა გვაქვს და თან, შევასრულებთო მას, რამდენად დამაჯერებლად ჟღერს? თუ არ ჟღერს დამაჯერებლად, ტყუილებით როგორ შეიძლება დაამარცხო ხელისუფლება?" - წერს ჯგერენაია.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მარკო რუბიო: ირანს ჯერ კიდევ ბევრი დრონი აქვს

მარკო რუბიო: ირანს ჯერ კიდევ ბევრი დრონი აქვს

იმედი

4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით ალექსანდრე ხაბეიშვილი, ბექა ქელეხსაშვილი, გიორგი მუმლაძე, მამუკა ლაბუჩიძე, გურიელ ქარდავა, ავთანდილ სურმანიძე, თემურ ქურციკიძე დანაშაულს აღიარებენ

4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით ალექსანდრე ხაბეიშვილი, ბექა ქელეხსაშვილი, გიორგი მუმლაძე, მამუკა ლაბუჩიძე, გურიელ ქარდავა, ავთანდილ სურმანიძე, თემურ ქურციკიძე დანაშაულს აღიარებენ

იმედი

ვატო შაქარიშვილი: სახელმწიფო დეპარტამენტის ამ წერილს და აშშ-თან ურთიერთობის გადატვირთვას ვუყურებთ და ვაფასებთ ისე, რომ საქართველოს ამ კუთხით ნაბიჯები გადასადგმელი არ აქვს - საქართველო არის მზად პარტნიორობისთვის ყველასთან ერთი მთავარი პრინციპის დაცვით, რასაც ჰქვია ჩვენი ეროვნული ინტერესების პატივისცემა

ნეთანიაჰუ: ირანის ტერორისტული რეჟიმი დამხობისთვისაა განწირული

ნეთანიაჰუ: ირანის ტერორისტული რეჟიმი დამხობისთვისაა განწირული

იმედი