მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან ჟორჟოლიანი: მესტიაში ვხედავთ არალეგალურ ბიზნესსაქმიანობას, ეს უკავშირდება კრიპტომაინინგს, აღნიშნული იწვევს პრობლემებს და მიღებულია გადაწყვეტილება, იდენტიფიცირების მიზნებისთვის დამონტაჟდეს მრიცხველები
ლევან ჟორჟოლიანი: მესტიაში ვხედავთ არალეგალურ ბიზნესსაქმიანობას, ეს უკავშირდება კრიპტომაინინგს, აღნიშნული იწვევს პრობლემებს და მიღებულია გადაწყვეტილება, იდენტიფიცირების მიზნებისთვის დამონტაჟდეს მრიცხველები

იმედი|imedinews.ge

ჩვენ მესტიაში ვხედავთ არალეგალურ ბიზნესსაქმიანობას, ეს უკავშირდება კრიპტომაინინგს, აღნიშნული იწვევს პრობლემებს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, იდენტიფიცირების მიზნებისთვის დამონტაჟდეს მრიცხველები, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებთან. როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, 2025 წლის მონაცემებით, მესტიაში 133 მილიონი კილოვატ საათი არის ელექტროენერგიის მოხმარება, რაც ასეთი ზომის მუნიციპალიტეტისთვის 10 მილიონ კილოვატ საათს არ უნდა აღემატებოდეს. „ეს მნიშვნელოვან დაზიანებებს აყენებს ქსელს. ეს შედის შესაბამის ტარიფში და ფინანსური ზარალიც სახეზეა. შესაბამისად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, იდენტიფიცირების მიზნით მრიცხველების დამონტაჟების შესახებ, ასევე კონკრეტული მრიცხველები იქნება მიბმული კონკრეტულ დასახლებაზე, სოფელზე, რაც ჩვენ მოგცემს საშუალებას, მათ შორის სამართალდამცავ ორგანოებს მიეცემა საშუალება იდენტიფიცირების იმ ადგილების, სადაც ხდება აღნიშნული უკანონო ბიზნესსაქმიანობა. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყონ სამართალდამცავ ორგანოებს ამ ფაქტების გამოვლენაში“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

იმედი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი