მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან ჟორჟოლიანი: პირველი სექტემბრიდან გამოვაცხადებთ დაახლოებით 3 000 ვაკანსიას პრემიერის მიერ ინიციირებულ ანაზღაურებად სტაჟირებაზე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ახალი თაობა შემოვიდეს საჯარო სამსახურში
ლევან ჟორჟოლიანი: პირველი სექტემბრიდან გამოვაცხადებთ დაახლოებით 3 000 ვაკანსიას პრემიერის მიერ ინიციირებულ ანაზღაურებად სტაჟირებაზე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ახალი თაობა შემოვიდეს საჯარო სამსახურში

იმედი|imedinews.ge

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ახალი სისხლი, ახალი თაობა შემოვიდეს საჯარო სამსახურში, პირველი სექტემბრიდან გამოვაცხადებთ დაახლოებით 3 000 ვაკანსიას ანაზღაურებად სტაჟირებაზე, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, წინა წელს სტაჟირების მონაწილეთა თითქმის 50%-მა ან გააგრძელა სტაჟირება, ან დასაქმდა სახელმწიფო უწყებაში, სადაც სტაჟირება გაიარა.

„ამ პროგრამით სრულიად ახალი თაობა, მოტივირებული ახალგაზრდები შემოდიან საჯარო სტრუქტურებში, რომლებიც უნდა ემსახურონ საკუთარ ქვეყანას, მიიღონ გამოცდილება, კვალიფიკაცია აიმაღლონ და მიიღონ კიდევ უფრო მეტი ცოდნა. მერწმუნეთ, საჯარო სექტორში მიღებული ცოდნა და გამოცდილება ცხოვრების ყველა ეტაპზე, შეიძლება, მათ შორის ბიზნესშიც გამოადგეთ ამ ახალგაზრდებს და ძალიან ვგულშემატკივრობთ ამ პროგრამას. ეს პრემიერის ინიციატივაა. ჩვენ მუნიციპალიტეტებს ვთხოვეთ, გაეზარდათ კვოტები სტაჟირების მიმართულებით, რათა უფრო მეტ ახალგაზრდას ჰქონდეს შესაძლებლობა, საკუთარ რეგიონში გაიაროს ანაზღაურებადი სტაჟირება“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

განიხილავს თუ არა ბრიუსელი საქსონია-ანჰალტის ფედერალური მიწისთვის ევროკავშირის დაფინანსების გაყინვას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

განიხილავს თუ არა ბრიუსელი საქსონია-ანჰალტის ფედერალური მიწისთვის ევროკავშირის დაფინანსების გაყინვას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

სურსათის ეროვნული სააგენტო 1886 საბავშვო ბაღს შეამოწმებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სურსათის ეროვნული სააგენტო 1886 საბავშვო ბაღს შეამოწმებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში „ჩაქვისთავობის“ სახალხო დღესასწაულს დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში „ჩაქვისთავობის“ სახალხო დღესასწაულს დაესწრო

იმედი

ყველა ყველას წინააღმდეგ - ოპოზიციაში მწვავე ურთიერთბრალდებები ახალ ძალებს იკრებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ყველა ყველას წინააღმდეგ - ოპოზიციაში მწვავე ურთიერთბრალდებები ახალ ძალებს იკრებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი