მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან კარანაძე: საქაერონავიგაცია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე შუქ-ტექნიკის და სანავიგაციო სისტემებს სრულად განაახლებს
ლევან კარანაძე: საქაერონავიგაცია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე შუქ-ტექნიკის და სანავიგაციო სისტემებს სრულად განაახლებს

ლევან კარანაძე: საქაერონავიგაცია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე შუქ-ტექნიკის და სანავიგაციო სისტემებს სრულად განაახლებს

იმედი|imedinews.ge

საქაერონავიგაცია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე შუქ-ტექნიკის და სანავიგაციო სისტემებს სრულად განაახლებს, - განაცხადა საქაერონავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ლევან კარანაძემ.

მისი თქმით, აღნიშნული ულტრათანამედროვე სისტემები სრულად შეესაბამება როგორც ICAO-ს სტანდარტებს, ისე ევროკავშირის ნორმებს.

„დღეს დავათვალიერეთ ქუთაისის აეროპორტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ისტორიაში, ვინაიდან პირველად შენდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, ყველაზე გრძელი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი - 3600 მეტრი.

„საქაერონავიგაცია“ სრულად განაახლებს შუქ-ტექნიკის და სანავიგაციო სისტემებს ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე, გარდა ამისა, მოეწყობა ახალი მეტეოსადგურები, უკვე დამონტაჟდა ინსტრუმენტული დაფრენის ახალი სისტემა, ანუ სრულად განახლდება სანავიგაციო ინფრასტრუქტურა ულტრათანამედროვე სისტემებით, რომლებიც შეესაბამება როგორც ICAO-ს სტანდარტებს, ისე ევროკავშირის ნორმებს.

პროექტის ფარგლებში ასევე შემუშავდა აფრენისა და დაფრენის ახალი სტანდარტული პროცედურები, რომლის ვალიდაციაც სპეციალური ლაბორატორია თვითმფრინავით განხორციელდა“, - აღნიშნა ლევან კარანაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მედია: საუდის არაბეთმა თავდასხმების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი გათიშა

მედია: საუდის არაბეთმა თავდასხმების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი გათიშა

იმედი

ლევან დარსალია: მთის ტრასების სააგენტოს ციფრული მიმართულებით ბევრი სიახლე აქვს. ვიწყებთ ჩვენი ვებგვერდის განახლებით, აქტიურად ვმუშაობთ აპლიკაციის შექმნაზეც - პლატფორმაზე მოთხილამურისა და დამსვენებლისთვის ყველანაირი ინფორმაცია იქნება თავმოყრილი

სამშენებლო ობიექტებზე ფატალური შემთხვევები 46%-ით შემცირდა - შრომის ინსპექციამ სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში წარმოადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სამშენებლო ობიექტებზე ფატალური შემთხვევები 46%-ით შემცირდა - შრომის ინსპექციამ სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში წარმოადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - ამოღებული ნარკოტიკი და დაკავებული მოქალაქეები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - ამოღებული ნარკოტიკი და დაკავებული მოქალაქეები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი