მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მაჭავარიანი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე: ძალიან ლოგიკურად მიდის ყველაფერი და ძალიან ოპტიმისტურია განწყობა
ლევან მაჭავარიანი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე: ძალიან ლოგიკურად მიდის ყველაფერი და ძალიან ოპტიმისტურია განწყობა

ლევან მაჭავარიანი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე: ძალიან ლოგიკურად მიდის ყველაფერი და ძალიან ოპტიმისტურია განწყობა

იმედი|imedinews.ge

ძალიან ლოგიკურად მიდის ყვველაფერი და ძალიან ოპტიმისტურია განწყობა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობაზე საუბრისას.

მისივე თქმით, შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან საქართველოს ხელისუფლებას ყველა მნიშვნელოვან საკითხზე სრული თანხვედრა აქვს და ლოგიკურად ურთიერთობების აღდგენას წინ ვერაფერი აღუდგება.

„ძალიან ოპტიმისტურია ჩვენი მოლოდინი, ვინაიდან რაღაც ტიპის სამუშაო პროცესი უკვე დაწყებულია და გაგრძელდება. ამ თვეშივე შემდეგი დელეგაცია ჩამოვა ბატონი რუბიოს მიერ დაკოპლექტებული.

პირველ რიგში ყველას შევახსენებ, რომ ეს ურთიერთობები დააზიანა წინა ადმინისტრაციამ. როდესაც რადიკალური ოპოზიცია ჩვენ გვსაყვედურობს, რომ თითქოს წინა ადმინისტრაციასთან ჩვენი პრეტენზიები არის წინაპირობა, რატომაც არ არის ურთიერთობები აღდგენილი, ეს არის ნონსენსი, ვინაიდან ვისთანაც ჩვენ პრეტენზიები გვქონდა, თავდაცვით რეჟიმში, იმას აცხადებს დღევანდელი ადმინისტრაცია მტრად.

ბატონ დონალდ ტრამპს ჩვენ ღიად ვგულშემატკივრობდით და სრული თანხვედრა არის ღირებულებით, მსოფლმხედველობრივ ნაწილში, გზავნილებში, სრული თანხვედრა არის შეფასებებში ევრობიუროკრატებთან დაკავშირებით, აბსოლუტურად თანხვედრაა ყველაფერში, შესაბამისად, ლოგიკურად ამას წინ ვერაფერი უნდა აღუდგეს. იყო პოზიტიური სიგნალები, ეს გადავიდა მუშა რეჟიმზე, ველოდებით შემდეგი დელეგაციის სტუმრობას, იცის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩვენი მზაობა“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი