მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მაჭავარიანი: ბრიუსელს მოუწევს შეგუება იმასთან, რომ მათი აგენტების ხელში ვერ იქნება ვერც ჩვენი სამშობლო, ვერც ჩვენი სამშობლოს სტრატეგიული ობიექტები, ვერანაირი პორტი ჩვენს ქვეყანაში და ვერც შუა დერეფანში საქართველოს პოტენციალი. შესაბამისად, მათ მოუწევთ ადრე თუ გვიან ჩვენთან საუბარი
ლევან მაჭავარიანი: ბრიუსელს მოუწევს შეგუება იმასთან, რომ მათი აგენტების ხელში ვერ იქნება ვერც ჩვენი სამშობლო, ვერც ჩვენი სამშობლოს სტრატეგიული ობიექტები, ვერანაირი პორტი ჩვენს ქვეყანაში და ვერც შუა დერეფანში საქართველოს პოტენციალი. შესაბამისად, მათ მოუწევთ ადრე თუ გვიან ჩვენთან საუბარი

იმედი|imedinews.ge

დაკავშირებადობის კუთხით, ვხედავთ, თუ რამხელა ინტერესი აქვს პირველ რიგში ბრიუსელს შუა დერეფნის სრულფასოვან ამუშავებასთან დაკავშირებით. სწორედ ეს მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ურთიერთობების გადატვირთვა გარდაუვალია, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

ამასთან, მაჭავარიანის განცხადებით, ურთიერთობების დალაგებისთვის ბრიუსელს არაფერი გაუკეთებია.

„4 წლის განმავლობაში ყველა დონეზე გვაქვს გაცხადებული, რომ ნებისმიერ დროს ჩავალთ ბრიუსელში იმისათვის, რომ თუ რაიმე ტიპის პრეტენზიები არის, რომლებზეც ისინი მზად არიან, რომ არგუმენტირებულად განვიხილოთ. ისინი ამას თავს არიდებენ და თავიანთ აგენტურას მესიჯებს და ნარატივს აწვდიან. ისინი ჯერჯერობით, არაფერს აკეთებენ, თუმცა, იმის პროგნოზირება, თუ როდის გააკეთებენ, რთული არ არის იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან სჭირდებათ შუა დერეფანი.

რაც არ უნდა ილაპარაკოს მარტა კოსმა თუ კაია კალასმა, რომ საქართველო არ ესაზღვრება შავ ზღვას, ყველამ ვიცით, რომ საქართველო შავ ზღვასაც ესაზღვრება, რომ საქართველო შუა დერეფანში საკვანძო ადგილზეა. ყველა ვხედავთ, თუ როგორი ურთიერთობები ყალიბდება საქართველოსა და შუა დერეფნის მონაწილე დანარჩენ ქვეყნებს შორის. ყველა ვხედავთ, როგორი მეგობრობაა ჩვენს მეზობლებთან - თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, როგორ ღრმავდება ურთიერთობები შუა აზიის ქვეყნებთან, როგორ სიღრმეშია უკვე ეს მეგობრობის ურთიერთობა ჩინეთთან. სინგაპურთან ვამყარებთ ახლა მჭიდრო ეკონომიკურ და პოლიტიკურ კავშირებს. შესაბამისად, ბრიუსელსაც მოუწევს ამ ყველაფერთან შეგუება, შეგუება იმასთან, რომ მათი აგენტების ხელში ვერ იქნება ვერც ჩვენი სამშობლო, ვერც ჩვენი სამშობლოს სტრატეგიული ობიექტები, ვერანაირი პორტი ჩვენს ქვეყანაში და ვერც შუა დერეფანში საქართველოს პოტენციალი. შესაბამისად, მათ მოუწევთ ადრე თუ გვიან ჩვენთან საუბარი“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მერკელი AfD-ს გამარჯვებაზე: გული მისკდება, შედეგი უბრალოდ შოკისმომგვრელი იყო

მერკელი AfD-ს გამარჯვებაზე: გული მისკდება, შედეგი უბრალოდ შოკისმომგვრელი იყო

იმედი

ლავროვი: უიტკოფი და კუშნერი უკრაინის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებებში მოსკოვისგან შეუძლებელს არ ითხოვენ და არც უსამართლო მოთხოვნებს აყენებენ

ლავროვი: უიტკოფი და კუშნერი უკრაინის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებებში მოსკოვისგან შეუძლებელს არ ითხოვენ და არც უსამართლო მოთხოვნებს აყენებენ

იმედი

ევროპარლამენტარი ბრანისლავ ონდრუში არჩევნებში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებაზე: შედეგები აჩვენებს, რომ გერმანიის ბევრ ნაწილში ადამიანებს სურთ, ბრიუსელს გაუგზავნონ გზავნილი, რომ მათ ევროპული პოლიტიკის ცვლილება სურთ - ეს არის პროტესტი იმ  მიდგომის წინააღმდეგ, რომელიც ევროკავშირს აქვს მსოფლიოს სხვა ქვეყნების მიმართ, მათ შორის, საქართველოს მიმართაც

ლევან მაჭავარიანი „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებაზე: ეს უნდა იყოს ბრიუსელისთვის სიგნალი თან იმის ფონზე, როდესაც ისლანდიამ სულ ახლახან უარი განაცხადა არა თუ ევროკავშირში გაწევრებაზე, არამედ მხოლოდ მოლაპარაკებების განახლებაზე