მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მაჭავარიანი გერმანიის მიერ საქართველოს შესახებ არასწორი ინფორმაციის წაშლაზე: რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მხოლოდ ბატონ ფიშერთან არ იქნებოდა დაკავშირებული, დაველოდოთ, როგორი იქნება ოფიციალური ბერლინის პოზიციები სხვადასხვა მიმართულებით
ლევან მაჭავარიანი გერმანიის მიერ საქართველოს შესახებ არასწორი ინფორმაციის წაშლაზე: რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მხოლოდ ბატონ ფიშერთან არ იქნებოდა დაკავშირებული, დაველოდოთ, როგორი იქნება ოფიციალური ბერლინის პოზიციები სხვადასხვა მიმართულებით

იმედი|imedinews.ge

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მხოლოდ ბატონ ფიშერთან არ იქნებოდა დაკავშირებული, - განუცხადა „იმედის კვირას“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევამ მაჭავარიანმა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური გვერდიდან საქართველოს შესახებ არასწორი ინფორმაციის წაშლის თაობაზე.

მისივე თქმით, ძალიან სასიხარულოა, რომ მინიმუმ ის ტყუილები წაიშალა, რომლებიც ვებგვერდზე წლინახევრის განმავლობაში იყო განთავსებული, რომ თითქოს სალომე ზურაბიშვილი ახლაც საქართველოს პრეზიდენტია.

„პოზიტიური სიგნალია, რა თქმა უნდა, ჩვენ ამჩატება არ გვჩვევია, უნდა დაველოდოთ როგორი იქნება ოფიციალური ბერლინის პოზიციები სხვადასხვა მიმართულებით, რა ნაბიჯებს გადადგამენ ისინი.

ბატონ ფიშერს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, სამარცხვინო ადამიანი გახლდათ. მას ბინა ჰქონდა ნაქირავები მამუკა ხაზარაძისგან. ის ჩამოყალიბდა რადიკალური ოპოზიციის აქტივისტად, კარგად გვახსოვს, როგორ დადიოდა სასამართლო პროცესებზე, ზეწოლას ახდენდა მოსამართლეებზე, პოზირებდა სიტყვა „მონის“ ფონზე.

ასევე ბატონი ფიშერი იყო ადამიანი, რომელიც ფოტოებს იღებდა ყველაზე ექსტრემისტ აქტივისტებთან და შემდეგ აქვეყნებდა თავის სოციალურ გვერდზე, რომ თითქოს ისინი არიან საქართველოს მომავალი. ის არის ადამიანი, რომელმაც სამარცხვინოდ გააპარა ნინო ლომჯარია საელჩოდან საკუთარი ავტომობილით, ვიხილეთ სასაცილო სცენა, რომელიც ელჩს, მინიმუმ, არ შეეფერება. ის არის ადამიანი, რომელიც დადიოდა ანტისამთავრობო მიტინგებზე“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Reuters: გერმანია ევროკავშირის ბიუჯეტის ასობით მილიარდი ევროთი შემცირებას ითხოვს

Reuters: გერმანია ევროკავშირის ბიუჯეტის ასობით მილიარდი ევროთი შემცირებას ითხოვს

იმედი

უკრაინული მედია: უკრაინულმა დრონებმა დაღესტანი დაბომბეს

უკრაინული მედია: უკრაინულმა დრონებმა დაღესტანი დაბომბეს

იმედი

სპეციალური პენიტენციური სამსახური ელიზბარაშვილზე: ვინაიდან ბრალდებული სამართალდამცავი სტრუქტურის ყოფილი თანამშრომელია, იგი იმყოფება ფლიგელში, სადაც სასჯელს იხდიან სამართალდამცავი უწყებების ყოფილი თანამშრომლები და რადგან ამ ეტაპზე  №8 პენიტენციურ დაწესებულების ამ ფლიგელში მყოფი პირებიდან სხვა არავინ შიმშილობს, ბრალდებული ელიზბარაშვილი მოშიმშილეთათვის განკუთვნილ საკანში იმყოფება მარტო

გივი მიქანაძემ სლოვაკეთის, უკრაინის, თურქეთის, ხორვატიისა და ყირგიზეთის განათლების მინისტრებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა

გივი მიქანაძემ სლოვაკეთის, უკრაინის, თურქეთის, ხორვატიისა და ყირგიზეთის განათლების მინისტრებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა

იმედი