მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მაჭავარიანი გიორგი ქართველიშვილის მოძრაობაზე: კითხვა მდგომარეობს შემდეგში - რა როლი ექნება ქვეყნის იდენტობის, გამოჩენილი ქართველების დაცვაში ამ ორგანიზაციას. ნაცვლად იმისა, რომ ამ ტიპის შეკითხვებს სვამდეს რადიკალური ოპოზიცია, პირდაპირ გადადიან ბულინგზე
ლევან მაჭავარიანი გიორგი ქართველიშვილის მოძრაობაზე: კითხვა მდგომარეობს შემდეგში - რა როლი ექნება ქვეყნის იდენტობის, გამოჩენილი ქართველების დაცვაში ამ ორგანიზაციას. ნაცვლად იმისა, რომ ამ ტიპის შეკითხვებს სვამდეს რადიკალური ოპოზიცია, პირდაპირ გადადიან ბულინგზე

იმედი|imedinews.ge

თუ ეს იქნება კანონდამრღვევი ორგანიზაცია, თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, მიუღებელი იქნება, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

დეპუტატი გიორგი ქართველიშვილის მიერ მოძრაობის დაფუძნებასთან დაკავშირებით, ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა.

„რაზეც ეს ორგანიზაცია [გიორგი ქართველიშვილის მოძრაობა] საუბრობს, უნდა იყოს დაცული ჩვენი ქვეყნის იდენტობა, სიწმინდეები, გმირები, გამოჩენილი ქართველები, ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნო მოსასმენია. კითხვა მდგომარეობს შემდეგში - რა როლი ექნება ამ ყველაფერში ამ ორგანიზაციას და რით უზრუნველყოფს ამ ყველაფერს [ამის დაცვას]. ეს არის მისასალმებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოვისმენთ, რომ ისეთი ფორმით მოხდება ეს ყველაფერი, რომელიც კანონს არ არღვევს. თუ ეს იქნება კანონდამრღვევი ორგანიზაცია, თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, მიუღებელი იქნება. ნაცვლად იმისა, რომ ამ ტიპის შეკითხვებს სვამდეს რადიკალური ოპოზიცია, მათი მედია და აგენტურა, პირდაპირ გადადიან ამ პიროვნების [გიორგი ქართველიშვილის] და მისი ოჯახის წევრების ბულინგზე“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა, 27 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საინიციატივო ჯგუფი ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დასაცავად აფუძნებს სახალხო მოძრაობას და უცხოეთიდან დაფინანსებული, გარე ინტერესების მონურ მორჩილებაში მყოფი, გაუკუღმართებული იდეოლოგიის მქონე ადამიანებისა და მათგან შემდგარი ჯგუფების წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მედია: საუდის არაბეთმა თავდასხმების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი გათიშა

მედია: საუდის არაბეთმა თავდასხმების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი გათიშა

იმედი

ლევან დარსალია: მთის ტრასების სააგენტოს ციფრული მიმართულებით ბევრი სიახლე აქვს. ვიწყებთ ჩვენი ვებგვერდის განახლებით, აქტიურად ვმუშაობთ აპლიკაციის შექმნაზეც - პლატფორმაზე მოთხილამურისა და დამსვენებლისთვის ყველანაირი ინფორმაცია იქნება თავმოყრილი

სამშენებლო ობიექტებზე ფატალური შემთხვევები 46%-ით შემცირდა - შრომის ინსპექციამ სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში წარმოადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სამშენებლო ობიექტებზე ფატალური შემთხვევები 46%-ით შემცირდა - შრომის ინსპექციამ სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში წარმოადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - ამოღებული ნარკოტიკი და დაკავებული მოქალაქეები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - ამოღებული ნარკოტიკი და დაკავებული მოქალაქეები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი