მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მაჭავარიანი ჰერჩინსკიზე: თავს ესხმის ჩვენს სახელმწიფოს და ხალხს, მისგან ისეთი ტიპის გზავნილებია, შეგვიძლია, ამ ყველაფერს მუქარა დავარქვათ - უნდა მიხვდნენ, რომ ასეთი ჩარევებით მოქალაქეებს ჩვენს სასარგებლოდ უფრო აერთიანებენ
ლევან მაჭავარიანი ჰერჩინსკიზე: თავს ესხმის ჩვენს სახელმწიფოს და ხალხს, მისგან ისეთი ტიპის გზავნილებია, შეგვიძლია, ამ ყველაფერს მუქარა დავარქვათ - უნდა მიხვდნენ, რომ ასეთი ჩარევებით მოქალაქეებს ჩვენს სასარგებლოდ უფრო აერთიანებენ

იმედი|imedinews.ge

იგი უკვე აღარ ერიდება, თავს ესხმის ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს ხალხს და მისგან ისეთი ტიპის გზავნილებია, რომ შეგვიძლია, ამ ყველაფერს მუქარა დავარქვათ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა საქართველოში ევროკაშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ გასულ კვირაში გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას გადაცემაში „EURO ანატომია“.

მისივე თქმით, დიპლომატის მიერ სუვერენულ სახელმწიფოსთან შანტაჟის ენით საუბარი სითავხედეა. მაჭავარიანის თქმით, ჰერჩინსკისგან არაკორექტულ ქცევებს მიჩვეული არიან.

„ეს ქცევები და განცხადებები იყო კონკრეტულად ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი გუნდის წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში იგი უკვე აღარ ერიდება, თავს ესხმის ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს ხალხს და მისგან ისეთი ტიპის გზავნილებია, რომ შეგვიძლია, ამ ყველაფერს მუქარა დავარქვათ, თურმე, ბნელ დროში უნდა დაბრუნდეს საქართველო, თურმე, სამოქალაქო ომი უნდა დაიწყოს“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

მან ისაუბრა, რეალურად თუ რა იმალება ჰერჩინსკის მუქარის უკან.

„ეს არის მითითებებით მოქმედება და იგი და მისი დავალების მიმცემები ფიქრობენ, რომ ასეთი რიტორიკით ჩვენი მოქალაქეების შეცდომაში შეყვანაა შესაძლებელი და ნდობის დაკარგვა „ქართული ოცნების“ მიმართ. თუმცა, ეს მათთვის კონტრპროდუქტიულია და ამაში ისინი თავად უნდა დარწმუნებულიყვნენ.

როდესაც ჩვენ ვიხილეთ უპრეცედენტო ჩარევა 2024 წელს ჩვენს არჩევნებში, როდესაც ბრიუსელმა ჩაუტარა ჩვენს ოპოზიციას ის არჩევნები, ვნახეთ, თუ როგორ გაერთიანდა ქართველი ერი და როგორი უპრეცედენტო მხარდაჭერა ჰქონდა „ქართულ ოცნებას“. შესაბამისად, მათ ეს უნდა გაიაზრონ და მიხვდნენ, რომ ასეთი ჩარევებით, პირიქით, ჩვენს მოქალაქეებს უფრო აერთიანებენ ჩვენს სასარგებლოდ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: „ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“. ამის შემდეგ ავლაბრის რეზიდენციაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილისა და საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის შეხვედრა გაიმართა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი

დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება