მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მაჭავარიანი ოფიციალურ კიევზე: ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ისინი კონკრეტულ ნაბიჯებს დგამენ იმასთან დაკავშირებით, რომ რაც დააშავეს, სურვილი აქვთ, ეს ყველაფერი გამოასწორონ
ლევან მაჭავარიანი ოფიციალურ კიევზე: ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ისინი კონკრეტულ ნაბიჯებს დგამენ იმასთან დაკავშირებით, რომ რაც დააშავეს, სურვილი აქვთ, ეს ყველაფერი გამოასწორონ

ლევან მაჭავარიანი ოფიციალურ კიევზე: ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ისინი კონკრეტულ ნაბიჯებს დგამენ იმასთან დაკავშირებით, რომ რაც დააშავეს, სურვილი აქვთ, ეს ყველაფერი გამოასწორონ

იმედი|imedinews.ge

ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ისინი კონკრეტულ ნაბიჯებს დგამენ იმასთან დაკავშირებით, რომ რაც დააშავეს, სურვილი აქვთ, ეს ყველაფერი გამოასწორონ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“.

წამყვანმა ჰკითხა, რაზე მიანიშნებს კომუნიკაციის გაცოცხლება კიევთან და შესაძლებელია თუ არა უახლოეს მომავალში ვიხილოთ დიპლომატიური წარმომადგენლობა როგორც კიევში, ასევე თბილისში კიევის მხრიდან.

„საქართველო ყველას სჭირდება და სჭირდებათ როგორც პარტნიორი, ვინაიდან ყველამ იცის, როგორი სანდო პარტნიორია. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ ჩვენს ადგილმდებარეობას, რომელიც გეოპოლიტიკურ ჭრილში უმნიშვნელოვანესია. კიევის ხელისუფლებამაც დაინახა ის, რასაც დღეს ევრობიუროკრატები არ იმჩნევენ, მაგრამ ხვალ შეიმჩნევენ.

დაინახეს, რომ საქართველოში ხელისუფლება ვერ ნაცვლდება - ვერც სააკაშვილი მოჰყავთ, ვერც რადიკალური ოპოზიცია და ვერც გვარამია. [კიევში] მიხვდნენ, რომ აზრი არ ჰქონდა დროის გაწელვას და დაიწყეს ჩვენთან საუბარი, ზუსტად ანალოგიურს ველოდებით ევრობიუროკრატებისგან.

იმდენი შეცდომა დაუშვა ოფიციალურმა კიევმა საქართველოსთან მიმართებაში, პირდაპირ ომში გვითრევდნენ, ადეიშვილი და ლორთქიფანიძე დანიშნეს მაღალ თანამდებობაზე, სააკაშვილი შემოაპარეს - ამას ასე ადვილად ვერ დავივიწყებთ. დაჩქარდა მოვლენები, სურთ ჩვენთან კომუნიკაციის აღდგენა, მაგრამ ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ისინი კონკრეტულ ნაბიჯებს დგამენ იმასთან დაკავშირებით, რომ რაც დააშავეს, სურვილი აქვთ, ეს ყველაფერი გამოასწორონ“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ეროვნული ფასეულობების დაცვა და საერთაშორისო პრაქტიკა - შეფასებები საინიციატივო ჯგუფის ინიციატივაზე. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ეროვნული ფასეულობების დაცვა და საერთაშორისო პრაქტიკა - შეფასებები საინიციატივო ჯგუფის ინიციატივაზე. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

იმედი

დიპლომატიური როტაცია ამერიკის საელჩოში და აუდიენცია საქართველოს პირველ დიპლომატთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დიპლომატიური როტაცია ამერიკის საელჩოში და აუდიენცია საქართველოს პირველ დიპლომატთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ხელშეკრულება გაფორმებულია - სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ ყიდულობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხელშეკრულება გაფორმებულია - სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ ყიდულობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

გიორგი გამსახურდია სახელმწიფოს მიერ დიუშენით დაავადებულთათვის მედიკამენტის ყიდვაზე: ეს არის ბიძინა ივანიშვილის და ,,ქართული ოცნების’’ ლიდერშიფის ხელწერა და არა ის, რასაც აკეთებს ე.წ. ოპოზიცია, რომელიც სენსიტიური თემებით მანიპულირებს