მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: ამ აგენტურულ ძალებს შორის რეალური კონკურენცია არსებობს, ყველას უნდა ფავორიტი იყოს გარე ძალებისთვის, რადგან ფავორიტს მეტი დაფინანსება აქვს - ქართველებს ხელისუფლებაში ის პარტია არ აწყობთ, რომელიც გარედან იმართება
ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: ამ აგენტურულ ძალებს შორის რეალური კონკურენცია არსებობს, ყველას უნდა ფავორიტი იყოს გარე ძალებისთვის, რადგან ფავორიტს მეტი დაფინანსება აქვს - ქართველებს ხელისუფლებაში ის პარტია არ აწყობთ, რომელიც გარედან იმართება

იმედი|imedinews.ge

ამ აგენტურულ ძალებს და პერსონებს შორის რეალური კონკურენცია არსებობს, ყველას უნდა ფავორიტი იყოს გარე ძალებისთვის, რადგან ფავორიტს მეტი დაფინანსება და პრივილეგია აქვს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ოპოზიციაზე საუბრისას.

მისი თქმით, ქართველებს ხელისუფლებაში არ უნდათ ის პარტია, რომელიც ქვეყნის გარედან იმართება.

„გარე პატრონები 14 წელია აკვირდებიან როგორ ვითარდება პროცესები - ათჯერ დავამარცხეთ მათი ფავორიტი ძალები არჩევნებში. მათ რაღაც უნდა შეეცვალათ. 2025 წელს მათ მიიღეს სხვა გადაწყვეტილება - პარტია ლელოს და გახარიას პარტიას მიაღებინეს არჩევნებში მონაწილეობა და დანარჩენი აგენტურული ქსელის ნაწილი თამაშგარე მდგომარეობაში დატოვეს, ვინაიდან საზოგადოებას ჰქონოდა აღქმა, რომ ეს ორი პარტია დამოუკიდებელი ძალებია და მოქმედებენ დამოუკიდებლად. რეალურად ზუსტად ერთი და იგივე ვერტიკალით იმართებიან ეს ძალები. გარე პატრონები ამ სცენარის განვითარებას აგრძელებენ - ამ ხელოვნური აჟიოტაჟით ცდილობენ საზოგადოების ყურადღება ამ ალიანსზე, ნაციონალურ მოძრაობაზე გადაიტანონ და 2028 წლისთვის ბოლომდე გამიჯნონ ლელო და გახარია ჩვენი მოქალაქეების გარკვეული რაოდენობის თვალში, თითქოს ისინი დამოუკიდებელი პარტიები არიან. თუმცა, ჩვენი საზოგადოება ამ ყველაფერს კარგად მიხვდა. როცა გახარია-ლელოს, 2025 წელს ე.წ. კონკურენტები არ ჰყავდა დანარჩენი აგენტურის სახით, ლელოს გაუნახევრდა ამომრჩევლის რაოდენობა, გახარიას პარტიას კი გაუმესამედდა 2024 წელთან შედარებით. ეს მოხდა იმიტომ, რომ ქართველები ძალიან გამოცდილები ვართ და ასეთი ტყუილებით ფონს გარე ძალები ვერ გადიან. ერთ დროს გახარია-ლელოს ამომრჩევლები დარწმუნდნენ, რომ ისინიც წარმოადგენენ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას და ემორჩილებიან გარე ძალებს. რა თქმა უნდა, ქართველებს არ აწყობთ ხელისუფლებაში ის პარტია, რომელიც თავიდან ბოლომდე გარედან იმართება“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

The Wall Street Journal: ჰორმუზის სრუტის გახსნის გამო წარმოშობილმა უთანხმოებამ აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის განხეთქილება გააჩინა

The Wall Street Journal: ჰორმუზის სრუტის გახსნის გამო წარმოშობილმა უთანხმოებამ აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის განხეთქილება გააჩინა

იმედი

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებასთან დაკავშირებით შსს ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებასთან დაკავშირებით შსს ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

იმედი

მარკ რუტე: ამჟამად უკრაინა ბრძოლის ველზე გაცილებით უკეთ გრძნობს თავს და დიდ წარმატებებს აღწევს

მარკ რუტე: ამჟამად უკრაინა ბრძოლის ველზე გაცილებით უკეთ გრძნობს თავს და დიდ წარმატებებს აღწევს

იმედი

The New York Times: დევნილობაში მყოფმა მარია კორინა მაჩადომ ვენესუელაში დაბრუნების მტკიცე სურვილი გამოთქვა - თუმცა, ტრამპის ადმინისტრაციამ არაერთხელ უარყო მისი თხოვნა და ოპოზიციის ლიდერს მიანიშნა, რომ ის ხელისშემშლელ ფაქტორად იქცა