მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მაჭავარიანი: საღად მოაზროვნე ქართველებისთვის, ვინც ჩვენი მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას წარმოადგენს, ჯო უილსონი არის ადამიანი, რომელიც ფულს იღებს ლობიზმში, რომელიც ბილეთებს ყიდდა ინაუგურაციის დროს, რომელიც სხვადასხვა დროშით ვაჭრობს სხვადასხვა დროს
ლევან მაჭავარიანი: საღად მოაზროვნე ქართველებისთვის, ვინც ჩვენი მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას წარმოადგენს, ჯო უილსონი არის ადამიანი, რომელიც ფულს იღებს ლობიზმში, რომელიც ბილეთებს ყიდდა ინაუგურაციის დროს, რომელიც სხვადასხვა დროშით ვაჭრობს სხვადასხვა დროს

იმედი|imedinews.ge

საღად მოაზროვნე ქართველებისთვის, ვინც ჩვენი მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას წარმოადგენს, ჯო უილსონი არის ადამიანი, რომელიც ფულს იღებს ლობიზმში, რომელიც ბილეთებს ყიდდა ინაუგურაციის დროს, რომელიც სხვადასხვა დროშით ვაჭრობს სხვადასხვა დროს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

მაჭავარიანის თქმით, ჯო უილსონი სამარცხვინო კლოუნია.

„სამწუხაროდ, არსებობს ისეთი ჯგუფი ჩვენს ქვეყანაში და საბედნიეროდ, ძალიან მცირერიცხოვანია ეს ჯგუფი, მაგალითად, იგივე ბატონი გეგელია, ამერიკაში რომ იყვნენ ჩასულები, ჯო უილსონს რომ შევხვდითო, ვუთხარი რომ ქართველი ხალხი თქვენ გაღმერთებთო. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ეს ჯგუფი და მადლობა ღმერთს, ძალიან მცირერიცხოვანია. დანარჩენი, საღად მოაზროვნე ქართველებისთვის, ვინც ჩვენი მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას წარმოადგენს, ჯო უილსონი არის ადამიანი, რომელიც ფულს იღებს ლობიზმში, „ფარას“ დოკუმენტაციითაა დადასტურებული. ადამიანი, რომელიც ბილეთებს ყიდდა ინაუგურაციის დროს. ადამიანი, რომელიც სხვადასხვა დროშით ვაჭრობს სხვადასხვა დროს. ადამიანი, რომელიც თავისი დელეგაციის ხელმძღვანელმა თვითმფრინავში ბორტზე არ აუშვა ამერიკაში დასაბრუნებლად, სამარცხვინო კლოუნი. მასზე რომ დებენ ფსონს აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები, წარმოიდგინეთ, რა მძიმე მდგომარეობაში არიან - ესეც ერთ-ერთი კომპონენტია, რითიც შეგვიძლია მივხვდეთ. შესაბამისად, ეს არის სასაცილო ადამიანია. აბსოლუტურად არაფერს წარმოადგენს. შესაძლოა თავისი ასაკის გამო ძველი კოლეგები პატივს სცემდნენ. ამით შემოიფარგლება მისი პოლიტიკური წონა. რას გააკეთებს, სად რას შეიტანს, რას დააინიცირებს, საერთოდ არ გვაინტერესებს.

ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურ დღის წესრიგს აყალიბებს დღევანდელი ადმინისტრაცია ბატონი ტრამპის ხელმძღვანელობით. შესაბამისად, ჩვენ საქმე მათთან გვაქვს და შესაბამისად, ჩვენ ნაბიჯებს მათგან ველოდებით“, - აღნიშნა მან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მერკელი AfD-ს გამარჯვებაზე: გული მისკდება, შედეგი უბრალოდ შოკისმომგვრელი იყო

მერკელი AfD-ს გამარჯვებაზე: გული მისკდება, შედეგი უბრალოდ შოკისმომგვრელი იყო

იმედი

ლავროვი: უიტკოფი და კუშნერი უკრაინის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებებში მოსკოვისგან შეუძლებელს არ ითხოვენ და არც უსამართლო მოთხოვნებს აყენებენ

ლავროვი: უიტკოფი და კუშნერი უკრაინის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებებში მოსკოვისგან შეუძლებელს არ ითხოვენ და არც უსამართლო მოთხოვნებს აყენებენ

იმედი

ევროპარლამენტარი ბრანისლავ ონდრუში არჩევნებში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებაზე: შედეგები აჩვენებს, რომ გერმანიის ბევრ ნაწილში ადამიანებს სურთ, ბრიუსელს გაუგზავნონ გზავნილი, რომ მათ ევროპული პოლიტიკის ცვლილება სურთ - ეს არის პროტესტი იმ  მიდგომის წინააღმდეგ, რომელიც ევროკავშირს აქვს მსოფლიოს სხვა ქვეყნების მიმართ, მათ შორის, საქართველოს მიმართაც

ლევან მაჭავარიანი „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებაზე: ეს უნდა იყოს ბრიუსელისთვის სიგნალი თან იმის ფონზე, როდესაც ისლანდიამ სულ ახლახან უარი განაცხადა არა თუ ევროკავშირში გაწევრებაზე, არამედ მხოლოდ მოლაპარაკებების განახლებაზე