მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მაჭავარიანი: ვიზალიბერალიზაციის საკითხი არის მათი შანტაჟის მექანიზმის მჭიდში ბოლო ტყვია. ნამდვილად არ მგონია იმდენად უგუნურები იყვნენ, რომ ეს ტყვია გაისროლონ. მაშინ უკვე საშანტაჟოც არაფერი რჩება
ლევან მაჭავარიანი: ვიზალიბერალიზაციის საკითხი არის მათი შანტაჟის მექანიზმის მჭიდში ბოლო ტყვია. ნამდვილად არ მგონია იმდენად უგუნურები იყვნენ, რომ ეს ტყვია გაისროლონ. მაშინ უკვე საშანტაჟოც არაფერი რჩება

იმედი|imedinews.ge

ვიზალიბერალიზაციის საკითხი არის მათი შანტაჟის მექანიზმის მჭიდში ბოლო ტყვია. მე ნამდვილად არ მგონია იმდენად უგუნურები იყვნენ, რომ ეს ტყვია გაისროლონ. მაშინ უკვე საშანტაჟოც არაფერი რჩება, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მიჰყვება სახელმწიფოს ინტერესებში არსებულ დღის წესრიგს და ევრიბიუროკრატებისთვისვე იქნება მომგებიანი, თუ გადახედავენ საკუთარ მიდგომას საქართველოსთან მიმართებით.

„ჩვენ, ჩვენი დღის წესრიგით ვმოქმედებთ, ვცდილობთ აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს სუფთა ფურცლიდან. ჩვენ ვაღრმავებთ ურთიერთობებს ჩინეთთან, შუა აზიის ქვეყნებთან იქიდან გამომდინარე, რომ ეს ყველაფერი არის ძალიან სასარგებლო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. შუა კორიდორის პროექტის ფარგლებში, რა თქმა უნდა, ვაძლიერებთ ჩვენს ინფრასტრუქტურას, იგივე, აეროპორტების გაფართოება, ახალი აეროპორტების მშენებლობა, რკინიგზის მოდერნიზაცია, პორტების გაფართოება, ანაკლიის პორტი და ა.შ. ვინაიდან ჩვენ შუა კორიდორში ყველაზე საკვანძო ადგილი გვიკავია და მაქსიმალურად ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ ეს ყველაფერი. შესაბამისად, ჩვენ, ჩვენს დღის წესრიგს მივყვებით. როდის შეეგუება ევრობიუროკრატია იმას, რომ ვერ ჩაანაცვლეს „ქართული ოცნება“ მიუხედავად მათი ამდენი მცდელობისა, მაგაზეა დამოკიდებული ურთიერთობების შემდგომი განვითარება“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჯუანშერ ბურჭულაძეს, ვასილ მხეიძესა და ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

ჯუანშერ ბურჭულაძეს, ვასილ მხეიძესა და ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

იმედი

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

იმედი

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი