მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მაჭავარიანი: ზოგადად ევროკომისია არ ითვალისწინებს ხოლმე რეზოლუციებს, თუმცა იმდენად ირაციონალურია ის გადაწყვეტილებები, რასაც დღევანდელი ბრიუსელის მმართველი კლასი დგამს, რომ ფიზიკურად ვერაფერს გამორიცხავ
ლევან მაჭავარიანი: ზოგადად ევროკომისია არ ითვალისწინებს ხოლმე რეზოლუციებს, თუმცა იმდენად ირაციონალურია ის გადაწყვეტილებები, რასაც დღევანდელი ბრიუსელის მმართველი კლასი დგამს, რომ ფიზიკურად ვერაფერს გამორიცხავ

იმედი|imedinews.ge

ზოგადად ევროკომისია არ ითვალისწინებს ხოლმე რეზოლუციებს, თუმცა იმდენად ირაციონალურია ის გადაწყვეტილებები, რასაც დღევანდელი ბრიუსელის მმართველი კლასი დგამს, რომ ფიზიკურად ვერაფერს გამორიცხავ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა".

მისი თქმით, ბრიუსელი დღეს არათანმიმდევრული და ირაციონალურია არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით, არამედ ზოგადად, თავისი გეოპოლიტიკური პოზიციების ჭრილში.

„ევროკომისია არ ითვალისწინებს ხოლმე რეზოლუციებს. ამას რაიმე იურიდიული ძალა არ გააჩნია. ეს არის ხოლმე ძირითადად გამოყენებული, როგორც საინფორმაციო ხმაურის მექანიზმი და რადიკალური პარტიების მფლობელობაში არსებული მედიასაშუალებებისთვის მიწოდება ერთგვარი მასალის, რაზეც შემდეგ უკვე 2-3 დღე საინფორმაციო გამოშვებების აწყობა შეუძლიათ. გამორიცხული არაფერია იქიდან გამომდინარე, რომ იმდენად ირაციონალურია ის გადაწყვეტილებები, რასაც დღევანდელი ბრიუსელის მმართველი კლასი დგამს, რომ ფიზიკურად ვერაფერს გამორიცხავ და ძალიან რთულია მათი ნაბიჯებისა და გადაწყვეტილებების პროგნოზირება. ამ შემთხვევაში ეს ასეა არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით, არამედ ზოგადად. ძალიან არათანმიმდევრულები არიან და გლობალურ ჭრილშიც და თავისი გეოპოლიტიკური პოზიციების ჭრილშიც, იგივე თუნდაც ჩინეთთან მიმართებაში როგორ გვაკრიტიკებდნენ ჩვენ. გავაღრმავეთ ურთიერთობა და რეებს ლაპარაკობდნენ საერთოდ ჩინეთზე, მაგრამ ბოლო თვეების განმავლობაში ფაქტობრივად რიგში იდგენენ ბატონ სი ძინპინთან შესახვედრად. აქედან გამომდინარე, ირაციონალურები არიან ისინი და ძალიან რთულია პროგნოზის გაკეთება“,- განაცხადა მაჭავარიანმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი