
ლევან მახაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციაზე: არა საჯარო ნაწილში ხდებოდა ასე, რომ მოდიოდა დელეგაცია დელეგაციაზე და ზოგი უხერხულობას გამოხატავდა, ზოგი ბოდიშებს გვიხდიდა - რას იზამთ, პატარა ქვეყანა ხართ, რაკეტები თქვენ არ გაქვთ, ბომბები თქვენ არ გაქვთ. ამ სიტყვებით და ამ ლექსიკონით მიდიოდა მერე საუბარი
არა საჯარო ნაწილში ხდებოდა ასე, რომ რაღაც კენჭისყრა იმართებოდა, მერე მოდიოდა დელეგაცია დელეგაციაზე და ზოგი უხერხულობას გამოხატავდა, ზოგი ბოდიშებს გვიხდიდა - ხომ იცით ყველანი პოლიტიკოსები ვართ, რა ვქნათ. რომ ვეუბნებით, რომ აყალბებთ თქვენსავე, ოდირის დასკვნის ჩანაწერებს. ბოლოს იყო ასე, რომ რას იზამთ, პატარა ქვეყანა ხართ, რაკეტები თქვენ არ გაქვთ, ბომბები თქვენ არ გაქვთ. ამ სიტყვებით და ამ ლექსიკონით მიდიოდა მერე საუბარი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, საერთაშორისო სამართალი არის მოშლილი და საერთაშორისო ორგანიზაციებს იყენებენ პოლიტიკური შურისძიებისთვის.
„საერთაშორისო სამართლის მოშლის გამო მთელი ეს ნეგატიური კონტექსტი არის გადაღვრილი საერთაშორისო ორგანიზაციებში. ნაცვლად იმისა, რისთვისაც იყო შექმნილი მათ შორის ეუთო - მშვიდობისთვის, დიალოგისთვის, თანამშრომლობისთვის, ეს პლატფორმები არის გამოყენებული პოლიტიკური დაპირისპირების, პოლიტიკური შურისძიების იარაღად.
ყველაზე კარგი მაგალითი ამ ცილისმწამებლური კამპანიის ეს არის არჩევნები. ბოლო ორი წლის მანძილზე ევროპის კონტინენტზე დაახლოებით 10 არჩევნები ჩატარდა. არც ერთი ეს არჩევნები რაიმეთი გამორჩეულად უკეთესი საქართველოს არჩევნებზე არ ყოფილა. არა თუ უკეთესი, უარესიც კი იყო თუ გავითვალისწინებთ, როგორ ხდებოდა კენჭისყრა, როგორი რიგები იდგა და ა.შ. მაგრამ ვინმეს გაუგია კომენტარი? პირიქით როდესაც იქ წარადგინეს მოლდოვის, უნგრეთის და სომხეთის არჩევნები, მიწასთან გაასწორეს სამივე ქვეყნის არჩევნები. 15 წუთის შემდეგ არავის არ ახსოვს. სამაგიეროდ ორი წელია ჯო უილსონის აკვიატებით მიდის ერთი და იმავეს ტრიალი“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

